კაშიას იღბლიანი დებიუტი - ქართული ლეგიონის უქმეების მიმოხილვა

კაშიას იღბლიანი დებიუტი

ზურაბ ხიზანიშვილს არც ახალ კლუბში ეძლევა თამაშის საშუალება - "რედინგის" ბოსი ბრაიან მაკდერმოტი მოწადინებული იყო ქართველის იჯარის გაგრძელებით და როცა ოცნება აისრულა, მას... სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. ახალ სეზონში ხიზანიშვილს ჯერ მხოლოდ საქართველოს ნაკრებში აქვს ნათამაშები. უქართველო "რედინგი" "მიდლსბროს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. "როიალსი" 9 ქულით მე-15 ადგილზეა.

მეორე ბუნდესლიგაში ქართული გოლი გავიდა, თავი კვლავ ალექსანდრე იაშვილმა გამოიჩინა. "კარლსრუემ" "პადერბორნი 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს, როცა ქართველი კაპიტნის ჩაწოდებული ბრიუკნერმა საკუთარ კარში თავით ჩაჭრა. ჩვენებურმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე პენალტით გაიტანა. "იაშვილმა ნერვების ომი მოიგო" - იუწყება "კიკერი". ალექსანდრეს 4 ტურში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. სხვათა შორის, წინა ტურში "ენერგისთან" 5:5 დასრულებულ მატჩში "კიკერმა" იაშვილს უმაღლესი შეფასება - 1 ბალი დაუწერა. "შპორტალის" შეფასებით "პადერბორნთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი კაპიტანი იყო - 2,5 ბალი. "კიკერი" თავის შეფასებას დღეს გამოაქვეყნებს. მარკუს შუპმა "პადერბორნთან" იაშვილი შემტევ ნახევარმცველად ათამაშა. "კარლსრუე" 7 ქულით მე-8 ადგილზეა. "ჰერტა", რომელმაც პარასკევს ითამაშა, 10 ქულით მეოთხეა. "უნიონთან" მატჩში საგოლე პასის ავტორი ლევან კობიაშვილი "შპორტალმა" 3,5 ბალით შეაფასა.

"მიუნხენ 1860-ს" ტრავმამოშუშებული მათე ღვინიანიძე დაუბრუნდა და დიუსელდორფში "ლომებმა" 2:1 მოუგეს "ფორტუნას". მათემ I ტურის შემდეგ პირველად ითამაშა, მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო და "შპორტალისგან" 3,5 ბალი მიიღო. "მიუნხენი" 6 ქულით მე-9 ადგილზეა.

საფრანგეთში კვლავ არ მისცემია თამაშის შანსი გიორგი მაკარიძეს, ლიგა 2-ის მორიგ ტურშიც "ლე მანის" კარში დიდიე ოვონო იდგა, ქართველი კი სათადარიგო იყო. "ლე მანი" კი სტუმრად "სედანთან" 1:2 დამარცხდა. "ლე მანი" 9 ქულით მე-9 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე დასვეს. "პარმას" წინააღმდეგ "ჯენოამ" 4 მცველით ითამაშა, მაგრამ კვარტეტში კახა კალაძის ადგილი ვერ გამოინახა. სერია ბ-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სტუმრად "ასკოლის" დაუზავდა - 0:0. ლევანი მე-2 ტაიმის 24-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

2007 წლის შემდეგ ჰოლანდიის ერედივიზიეში ქართველმა ითამაშა - გურამ კაშიამ "ვიტესის" ფორმა პირველად მოირგო და სადებიუტო მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა. ქართველმა სამკაციანი დაცვის მარჯვენა მხარეს ითამაშა, "ვიტესი" "ბრედას" 0:0 დაუზავდა. პირველი შემთხვევაა სეზონში, რომ "ვიტესმა" კარი "მშრალად" შეინახა. მატჩისწინა მოთელვაზე ფრანკ ვან დერ სტრუიკმა ტრავმა მიიღო და გურამს თამაშის შანსი მიეცა. "მოულოდნელად დამიძახეს და მითხრეს, რომ თავიდანვე უნდა მეთამაშე. ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი კარგად წარიმართა. დაცვის ცენტრში თამაში უკეთ გამომდის, მაგრამ იქ დავდგები, სადაც მწვრთნელი მეტყვის". "გურამმა დიდებულად ითამაშა, ფრანკი ბრწყინვალედ შეცვალა. თავიდან ცოტა ნერვიულობდა, მერედამერე უშეცდომო იყო. გურამი უფრო ცენტრალური მცველია, თუმცა მარჯვნივაც შეძლო თამაში. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ტეო ბოსმა ნამატჩევს.

რუსულ პრემიერლიგაში ჩემპიონმა "რუბინმა" მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთYზე მოიპოვა სამი ქულა მახაჭყალაში - თურქმა გიოკდენიზ კარადენიზმა ილია აბაევს გაუტანა, ნუკრი რევიშვილი კვლავ სათადარიგო იყო. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ოთარ ხიზანეიშვილი ("ჩემპიონატის" შეფასება - 5,5), სტუმრებში კი ოდენ სათადარიგო იყო ლაშა სალუქვაძე. ამ გუნდების დუბლების შეხვედრაში (1:2) გოლი ზურაბ არზიანმა გაიტანა. "ტომმა" და "ლოკომოტივმა" მალხაზ ასათიანის გარეშე ითამაშეს ფრე - 1:1. მალხაზმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის (2 პირობითი) პირველი მატჩი მოიხადა. "რუბინი" 43 ქულით მე-2 ადგილზეა. დღეს ნალჩიკში სპარტაკული დერბია. ცსკა-ს დუბლებში 62-ე წუთიდან გამოჩნდა ნიკა ძალამიძე, არმიელთა მეორე შემადგენლობამ კი 1:3 დათმო "სიბირის" ახალგაზრდებთან. საბა კვირკველიამ ""ტერეკის" დუბლების რბევაში მიიღო მონაწილეობა - 90 წუთი ითამაშა "ზენიტის" რიგებში.

უკრაინაში მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. წინა დღით დუბლებში თავის გამოჩენის შემდეგ ალექსანდრე კობახიძე "კრივბასის" მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა "ვოლინთან" შეხვედრაში. კობახიძე მოედანზე 39-ე წუთზე შეიყვანეს და... 45-ზე შეცვალეს. 43-ე წუთზე ქართველი უხერხულად დაეცა და მხარი დაიზიანა. ეს პირველი 6 წუთია ქართველი შემტევისთვის ვიშალიგის წლევანდელ სეზონში.

უჩა ლობჟანიძემ მწვრთნელი დაკარგდა - მას შემდეგ, რაც "დნიპრო" სტუმრად აუტსაიდერ "სევასტოპოლთან" 1:2 დამარცხდა, ვლადიმირ ბესონოვი გადადგა. უჩამ შეუცვლელად ითამაშა ამ მატჩში. 92-ე წუთზე პრესტიჟის გოლი სტუმრებმა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს. ალექსანდრე გურულის "კარპატიმ" 3:0 გაანადგურა "ობოლონი", გურული 77-ე წუთზე გამოჩნდა. "ტავრიას" ფორვარდი ვასილ გიგიაძე "შახტართან" შეხვედრაში სათადარიგო იყო. "შახტარის" დუბლებმა "ტავრიას" 4:2 მოუგეს, თორნიკე ოქრიაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრეთის შოპრონილიგაში "დიორი ეტომ" სტუმრად 3:0 მოუგო "სოლნოკის". "ეტო" 11 ქულით მე-5 ადგილზეა. კლუბის ქართველთაგან მხოლოდ რატი ალექსიძემ ითამაშა (6 ბალი), მეორე ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო. ვახტანგ ფანცხავას "ვაშაში" 10 ქულით მე-7 ადგილზეა.

სერბეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინა" შინ 1:1 დაუზავდა "მეტალაცს". თურქეთში პირველი მარცხი იწვნია მთავარი მწვრთნელის რანგში შოთა არველაძემ - "ქაისერი" "ანთალიას" ესტუმრა და 1:2 წააგო. ალექსანდრე ამისულაშვილმა 90 წუთი ითამაშა სტუმართYა რიგებში,

სომხეთში გოლით თავი გამოიჩინა შოთა ჯიქიამ (ულისე-მიკა), აზერბაიჯანში ბაჩანა ცხადაძემ (სიმურგი-ბაქი) და შალვა ფირცხალავამ (განჯა-თურანი) შეაგდეს. ფინეთის იკონენლიგაში დუბლი შეასრულა ვალტერ ხორგუაშვილმა (როვანიემი-პოპა), ერთი გოლიც ჩემპიონატის ბომბარდირის ირაკლი სირბილაძის (ესპოო-კპვ) ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია