ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ტერი და მისი ემოციები გულშემატკივართა მხრიდან დაცინვის საფუძველი გახდა
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჯონ ტერი და მისი ემოციები გულშემატკივართა მხრიდან დაცინვის საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" გაძევების წყალობით 31 წლის კაპიტანი დისკვალიფიცირებული გახლდათ და ფრენკ ლემპარდის ნაცვლად (ლონდონელთა კაპიტანი ფინალში) თასი სწორედ მან აღმართა. ფანები მეორე დღესვე შეუდგნენ ფოტოკოლაჟების დამზადებას, სადაც ფეხბურთელი, მაგალითად, მთვარეზე ნილ არმსტრონგის გვერდით ჩანს, ბუკინგემის სასახლის აივანზე ქორწილისას პრინც უილიამსა და პრინცესა კეიტ მიდლტონს უმშვენებს გვერდს, ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაში" მაგიდას იესო ქრისტეს მაგივრად უზის, ჩაქუჩით ხელში ბერლინის კედელს ანგრევს, 1966 წლის მსოფლიოს თასს ბობი მურის ნაცვლად აღმართავს, ნელსონ მანდელასთან ერთად სამხრეთაფრიკულ აპარტეიდულ რეჟიმს ებრძვის, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ივო ძიმაზე დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობს, ჩინურ ჯავშანტექნიკას მიუძღვება პეკინის ტიანმენის მოედანზე, ცოცხლად ატყვევებს ოსამა ბინ ლადენს და ასე შემდეგ. კოლაჟების ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს.

აღსანიშნავია, რომ "ტერის დაცინვის კამპანიას" სოციალურ ქსელებში პოპულარული ადამიანებიც შეუერთდნენ, მაგალითად, ავტორიტეტული ჟურნალისტი პირს მორგანი, ინგლისის კრიკეტის ნაკრების კაპიტანი მაიკლ ვოგანი და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა