პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიელთა მეტოქეებზე და ტურნირის ფავორიტებზე ისაუბრა
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიელთა მეტოქეებზე და ტურნირის ფავორიტებზე ისაუბრა.

პორტუგალიელები და ჰოლანდიელები ერთმანეთს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში შეხვდებიან. შეხვედრა 17 ივნისს ხარკოვში გაიმართება. "სიკვდილის ჯგუფში" ამ გუნდებთან ერთად გერმანელები და დანიელები მოხვდნენ.

"კმაყოფილი ვიქნებოდი, თუ ჩემპიონატის პირველ მატჩს ჰოლანდიელებთან ჩავატარებდით. საქმე ისაა, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით ისინი განსხვავდებიან, მაგალითად იტალიელებისგან, რომლებიც უბურთოდ მოძრაობას ანიჭებენ უპირატესობას. ჰოლანდიელები ბურთის ფლობას ცდილობენ, სწორედ ისე როგორც ჩვენ, ასე, რომ გახსნილ თამაშს ველი. ვიცით, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ.

რობენს და ვან პერსის უნდა ვუფრთხილდეთ, თუმცა საშიშროებას ჰოლანდიის ნაკრების ნებისმიერი ფეხბურთელისგან უნდა ველოდოთ", - თქვა რონალდომ.

2004 წელს პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები იყვნენ და ფინალშიც გავიდნენ, თუმცა იქ ბერძნებთან დამარცხდნენ.

მომავალი ტურნირის ფავორიტებზე საუბრისას პორტუგალიელმა სამი გუნდი გამოარჩია - ესპანეთის, გერმანიის და ჰოლანდიის ნაკრებები.

"ესპანეთს ჩემპიონის ტიტულის ისევ მოპოვების კარგი შანსი აქვს. გერმანია, ჰოლანდია და იტალიაც ფავორიტები არიან. და პორტუგალიაც, რატომაც არა? მაგრამ მათ მეტი შანსი აქვთ. ჩემს მიერ დასახელებული პირველი სამი გუნდი, ტიტულის მოპოვების მთავარი პრეტენდენტია", - ახსნა რონალდომ.

მომზადებულია As-ის მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის