"კელტებმა" ღირსეულად უპასუხეს მეტოქეს მეოთხე მატჩში ფიასკოს გამო და მეორე ტაიმში გაანადგურეს დაგ კოლინზის გუნდი
მატჩის წინ სტატისტიკოსებმა დააფიქსირეს, რომ "ფილადელფიას" პლეი ოფის მეხუთე მატჩი 2001 წლის შემდეგ არ მოუგია. "სიქსერზმა" ეს უსიამოვნო ტრადიცია ვერც ამჯერად დაარღვია. "კელტებმა" ღირსეულად უპასუხეს მეტოქეს მეოთხე მატჩში ფიასკოს გამო და მეორე ტაიმში გაანადგურეს დაგ კოლინზის გუნდი.

"ფილადელფიას" მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილური თამაში უჭირს, მის სნაიპერებს ოთხი მეოთხედი სიზუსტე არ ჰყოფნით... ყველა რთული ორქულიანი, ქულები ბრძოლაში, სამქულიანები, ძალისმიერი გარღვევები მათ პირველ ტაიმში გამოიყენეს, როცა მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.

სპურტი არცერთ გუნდს ჰქონია, მაგრამ "ბოსტონი" მუდმივად 3-5 ქულით ჩამორჩებოდა. შესანიშნავად გამოიყურებოდა ელტონ ბრენდი, რომელმაც პირველი ორი მეოთხედი ძველ დონეზე ითამაშა და რამდენჯერმე აშკარად დაჩაგრა კევინ გარნეტი, მაგრამ მეორე ნახევარში მას და მთლიანად "ფილადელფიას" აშკარა კრიზისი ჰქონდა.

პირველ ტაიმში "სელტიქსის" რიგებში არ გამოჩნდა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც თავის გუნდს წინ გაუძღვებოდა. წარუმატებელი სასტარტო 12-წუთეულის შემდეგ მეორე მეოთხედში გაიღვიძა გარნეტმა, მაგრამ ის ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელიც პირველ ორ მატჩში ჰქონდა.

საშუალო და შორი მანძილებიდან ისროდა პირსი, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ იქნებოდა გადამწყვეტი სპურტისთვის. "ბოსტონი" ტრადიციულად აგებდა მოხსნებში, ვერ აგდებდა სამქულიანებს, მაგრამ მასპინძლები თავგანწირვით იცავდნენ თავს და "ფილადელფიამ" ვერცერთი გაქცევის მოწყობა ვერ შეძლო.

მეორე ნახევარში გამოჩნდა ამ მატჩის გმირი. ბრენდონ ბასმა 12 წუთში მისთვის სარეკორდო 18 ქულა დააგროვა. ის "კელტების" პრაქტიკულად ყველა შეტევაში იღებდა მონაწილეობას. რაჟონ რონდომაც მომენტალურად იგრძნო სტუმრების რიგებში არეულობა და ბასს პასებით ამარაგებდა.

როგორც იქნა, კარგად გამოიყენა თავისი სათამაშო დრო მიკაელ პიეტრუსმა. ფრანგი შეტევაში დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ დაცვას სერიოზულად ამაგრებდა. "ფილადელფიის" დაცვას მთელი ყურადღება პირსისკენ და გარნეტისკენ ჰქონდა გადატანილი, ამასობაში კი გრეგ სტიმსმამ 10 ქულა დააგროვა. "სიქსერზს" თამაში აერია.

თუ პირველ ტაიმში ბურთი მორჩილად ეშვებოდა "სელტიქსის" კალათში, მეორეში იშვიათად ახარებდა სტუმრებს.

თავიდან "კელტებმა" 10:2 გაქცევა მოაწყვეს. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კიდევ ერთი სპურტი (16:6) დაუმატეს, რის შემდეგაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. კოლინზმა შემადგენლობის როტაცია სცადა. ამისთვის მას შემსრულებლები არ აკლია, მაგრამ ზედიზედ მეორედ 18-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება ძალიან რთული საქმე იყო.

"სიქსერზის" რიგებში ამჯერად არ აღმოჩნდა გმირი. მით უმეტეს, რომ მასპინძლებმა ფანტასტიკური რიტმი დაიჭირეს. რონდოს მეთაურობით, "სელტიქსის" შეტევების სისწრაფე და მრავალფეროვნება სულ სხვა დონისა იყო. საქმის გამარჯვებამდე მიყვანა რთული აღარ ყოფილა.

ბოსტონი-ფილადელფია 101:85

23:27, 24:23, 28:16, 26:19

ბ: ბასი (27+6 მოხსნა+2 დაფარება), გარნეტი (20+6 მოხსნა), პირსი (16+3 პასი), რონდო (13+14 პასი), სტიმსმა (10+3 დაფარება), ალენი (5), პავლოვიჩი (3), პიეტრუსი (3), დენიელსი (2), ჰოლინზი (2).

ფ: ბრენდი (19), ალენი (12), ტერნერი (11+10 მოხსნა+3 პასი), ჰეიესი (10+5 მოხსნა+3 პასი), ჰოლიდეი (10+7 პასი), უილიამსი (9), იგუოდალა (8+6 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), იანგი (6).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (52.2/46.8), სამქულიანები (20/33.3), საჯარიმოები (78.8/62.5).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად