მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ბელგიელმა ჩოგანმა გამოაცხადა, რომ საბოლოოდ დაასრულებს კარიერას 2012 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა გამოაცხადა, რომ საბოლოოდ დაასრულებს კარიერას 2012 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, რომელიც 27 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. ეს ინფორმაცია ESPN-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

ადრე კლაისტერსმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამოტოვებს როლან გაროსს და ყურადღებას უიმბლდონისთვისა და ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაზე გადაიტანს. ბელგიელმა განაცხადა, რომ მას კარიერაში მხოლოდ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი აკლია და უნდა ეს ხარვეზი ლონდონში გამოასწოროს.

2007 წელს კლაისტერსმა ფეხმძიმობის გამო ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა 2009 წელს ბელგიელი დაბრუნდა დიდ სპორტში და იმ სეზონში აშშ-ის ღია პირველობის მოგება შეძლო.

2010 წელს მან ამ ტურნირზე ტიტული დაიცვა. აგრეთვე, გაიმარჯვა WTA-ს წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში. 2011 წელს კიმი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

2003 და 2011 წლებში კლაისტერსი სათავეში ედგა WTA-ს რეიტინგს. ამჟამად კი ბელგიელი კლასიფიკაციაში 44-ე ადგილზე იმყოფება. სულ მას კარიერაში 41 ტიტული აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა