სერიის მეოთხე შეხვედრა 23 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება
22 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე

ოლიმპი-არმია 52:87

13:21, 18:23, 10:30, 11:13

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

სერიას იგებს არმია - 2:1

23 მაისი, 18:00. ოლიმპი-არმია

"ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

"წინა შეხვედრებისასაც ვთქვი, რომ ენერგიის შენარჩუნება განსაკუთრებით მესამე მატჩისთვის იქნებოდა რთული. გუნდი ძალიან გადაიღალა და ფიზიკურადაც ვერ გაუძლო... მეტოქემ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გვაჯობა. ვეცდებით, ხვალინდელი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და მდგომარეობა გამოვასწოროთ".

ოლიმპელთა მწვრთნელის სიტყვებიდანაც იოლი წარმოსადგენია მატჩის ხასიათი. "არმიამ" შეხვედრა კარგად დაიწყო და ათქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ პირველ ტაიმში "ოლიმპის" კალათბურთელები მეტ-ნაკლებად მაინც უმკლავდებოდნენ მეტოქეს და გიორგი ცინცაძისა და ნიკოლა ტუტუსის სამქულიანებით გულშემატკივარს თამაშის შემოტრიალების იმედიც გაუჩინეს, მაგრამ...

მესამე პერიოდში კოტე ტუღუშის შეგირდებმა დაცვაში თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესეს. ამასთან, შეტევას შეტევაზე ზუსტად ასრულებდნენ და სხვაობაც ისევე იზრდებოდა, როგორც "არმია" თამაშობდა - სწრაფად.

ოლიმპელებს დაღლილობა აშკარად დაეტყოთ. კულმინაცია მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში არმიელთა მიერ მოწყობილი 16:0 გაქცევა იყო, რომლის შემდეგ ძალოვნები 85:41 დაწინაურდნენ.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში "ოლიმპის" მწვრთნელმა თამაშში კვლავ ჩართო დამრტყმელი ძალა - გამყრელიძე-ცინცაძის დუეტი, მაგრამ მალევე შეცვალა, რათა მომდევნო მატჩისთვის დაესვენებინა. შეხვედრა ორივე გუნდის სათადარიგოებმა ჩაამთავრეს.

როცა დაღლილობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: საწყის ორ მატჩში ოლიმპელთა მთავარი შეტევითი იარაღი გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც ორივე შემთხვევაში 24 ქულა ჩააგდო. როცა გუნდის საერთო მონაგარი 69 ქულას არ აღემატება, 24 ქულა მეტად ღირებულია.

მესამე მატჩში კი ცინცაძის ანგარიშზე 10 ქულა იყო. იგი ტრავმის შემდეგ ფორმას ნელ-ნელა კრეფს, მაგრამ როგორც ჩანს, ფიზიკური კონდიციები ბოლომდე ჯერ ვერ აღიდგინა.

ოთხ დღეში სამი ურთულესი თამაში როგორი ჩასატარებელია?! მესამე მატჩში მას ბომბარდირობაში ვერავინ შეენაცვლა. ლაშა გამყრელიძე ენერგიულად შედიოდა ფარქვეშ, მაგრამ მხოლოდ 2 ორქულიანი ისროლა. იგი პასის გასაცემად ფარქვეშ დამხმარეს ეძებდა, მაგრამ სამწამიან ზონაში "არმია" ბატონობდა.

თავად განსაჯეთ: დავით უგრეხელიძემ არმიელთა შემადგენლობაში მხოლოდ 7 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი ამ დროში 18 ქულით გაიჭრა წინ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი უილიამ ტომასი იყო, რომელმაც 27 წუთში 26 ქულა (16-იდან 11 ორქულიანი) და 9 მოხსნა მიითვალა. უმთავრესად, სწორედ მისი დამსახურებაა, "არმიამ" მოხსნებში 45:34 რომ იმარჯვა. ასეთი უპირატესობა წინა მატჩებში არ ჰქონია.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მეორე შეხვედრაში ტომასის წინააღმდეგ კარგად ითამაშა ივან ტოდოროვიჩმა, რომელმაც გუშინ ვერაფერი გააწყო. ამიტომ ივანს მწვრთნელმა სათამაშო დრო, წინა შეხვედრასთან შედარებით, საგრძნობლად შეუზღუდა.

სამაგიეროდ, მეტი ითამაშა ილიცა მილუტინოვიჩმა, რომელიც 11 ქულით ოლიმპელთა ბომბარდირი გახდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტომასის შეჩერება ვერც მან შეძლო.

შეტევაში მაღალი შედეგიანობით ითამაშეს "არმიას" უკანახაზელებმა (გილერმო დიასმა, ბენ ვუდსაიდმა, ჯერემი რიჩარდსონმა), რომლებმაც თითქმის იმდენი სამქულიანი ჩააგდეს, რამდენიც წინა ორ მატჩში ერთად.

22 მაისს მათ ანგარიშზე 9 ზუსტი სამიანი იყო, მაშინ, როცა წინა შეხვედრებში სულ 10 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. დიასმა 3-იდან 2 სამიანი მოათავსა კალათში (66.7 პროცენტი), ვუდსაიდმა - 4-იდან 3 (75 პროცენტი), ხოლო რიჩარდსონმა - 6-იდან 2 (33.3 პროცენტი).

გია კაზანჯიანის კომენტარი მიმოხილვის დასაწყისში შემოგთავაზეთ. ბოლოს "არმიას" მწვრთნელ კოტე ტუღუშს მოვუსმინოთ:

"გამოვასწორეთ წინა თამაშში დაშვებული შეცდომები და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას, რადგან "ოლიმპი" ძლიერი გუნდია. ამიტომ ხვალინდელ თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ".

"არმიას" ქართველმა უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ აღნიშნა:

"თამაში 20 წუთის წინ დასრულდა და უკვე ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. იმედია, მესამედაც გავიმარჯვებთ და ჩემპიონობას მოვიპოვებთ".

სერიის მეოთხე შეხვედრა 23 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება. დაახლოებით 19:45 საათისთვის გვეცოდინება პასუხი ორ კითხვაზე: მოასწრებს "ოლიმპი" ძალების აღდგენას? თუ "არმია" ისევე დამაჯერებლად დაასრულებს ჩემპიონატს, როგორც დაიწყო?

უილიამ ...ასი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე