ჩემპიონს რომ შეეფერება, "ოლიმპმა" ისეთი სტარტი აიღო და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა! განსაკუთრებით დამაჯერებლად თემურ მახარაძის გუნდი საკუთარ მოედანზე ასპარეზობს...
ჩემპიონს რომ შეეფერება, "ოლიმპმა" ისეთი სტარტი აიღო და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა! განსაკუთრებით დამაჯერებლად თემურ მახარაძის გუნდი საკუთარ მოედანზე ასპარეზობს: "ოლიმპმა" მშობლიურ "ფოლადის" სტადიონზე 4 მატჩი ჩაატარა და ასპროცენტიანი შედეგიც აქვს. ოღონდ, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან თვე-თვენახევრის განმავლობაში "ოლიმპის" თამაშს... საჩემპიონო ეთქმის-თქო; თუმცა, რაც მთავარია, "აქეთ-იქით" ქულები არ ნიავდება და გუნდიც ნამდვილად არ აპირებს ლიდერობის დათმობას.

გუშინდელ მატჩში "ოლიმპს" მართლაც არ ჰყავდა სუსტი მეტოქე - ამ სეზონში "ბაიას" ხომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს და ბევრის აზრით, ზუგდიდურ გუნდს ევროტურნირების საგზურისათვის ბრძოლაც შეუძლია. თუმცა, ისეთი თამაშით, ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა გუშინ "ფოლადზე" რომ აჩვენა, სამეულში კი არა, ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრება გაუჭირდება შესაძლოა, ყველაფერი გადატვირთულ კალენდარსაც "გადავაბრალოთ": 8 დღეში "ბაიას" სამი უმძიმესი მატჩის ჩატარება მოუწია; მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შემთხვევაში ყველა გუნდი ერთნაირ პირობებში იმყოფება და მათ შორის ორივე ლიდერი - "ოლიმპი" და "დინამო"...

მასპინძლებმა შეხვედრა იმავე შემადგენლობით დაიწყეს, როგორიც წინა ტურში ჰყავდათ; აი, "ბაიას" კი სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი სომხიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, ლუკა გუგუჩია) აკლდა. ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც ვერაფრით გავამართლებთ სტუმართა მეტად და მეტად პასიურ ასპარეზობას; თავად განსაჯეთ: 90 წუთის განმავლობაში "ბაიას" არც ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი არ შეუქმნია!

პირველ ტაიმში გიორგი მეგრელაძე ძალზედ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და ბურთი მიზანს აცდა, მერე კი ისევ მეგრელაძე საშუალო მანძილიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ დარტყმა სუსტი იყო და გრიგოლ ბედიაშვილს ამ ნახევრადმომენტის განმუხტვა არ გასჭირვებია. დაგვეთანხმებით, რომ ამბიციური გუნდისგან ასეთი, ზედმეტად ფრთხილი და პასიური თამაშით, ცოტა არ იყოს, ძნელია კიდეც რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი. თანაც, გუშინდელ მატჩში ვერც მასპინძლებზე ვიტყოდით: არიქა, მოედანზე "დაფრინავდნენო"! პირიქით, უსაშველოდ დაბალი ტემპი, უამრავი წუნი ორივე გუნდის ფეხბურთელთა ქმედებებში - აი, ასეთი იყო შეხვედრის I ტაიმის საერთო შინაარსი.

თუმცა, მაინც დიდი შანსი იყო, რომ ტაიმი მასპინძლებს მოეგოთ: "ოლიმპის" პირველივე სახიფათო შეტევას საგოლე ნამდვილად ერქვა, მაგრამ ირაკლი მოდებაძემ თავისივე წამოწყებული კომბინაცია ვერ დააგვირგვინა. აქვე, ნურც ვლადიმერ ზუხბაიას დავუკარგავთ გარჯას - "ბაიას" მეკარემ ძალიან ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. შესვენებამდე ზუხბაიამ ერთ ეპიზოდში რევაზ გეწაძის სახიფათო გამჭოლი გადაცემის დროს იყოჩაღა, ტაიმის ბოლოს კი ალექსანდრე კვახაძის შორეული დარტყმა მცირედით აცდა სტუმართა კარს, - აი, ეს იყო სულ მატჩის ამ მონაკვეთში.

მეორე ტაიმში მასპინძლები შედარებით გამოცოცხლდნენ და პირველივე სახიფათო მომენტი... სტუმართა კარში დანიშნული პენალტით დასრულდა. ყველაფერი კი "ოლიმპის" მარჯვენა მცველის თემურ ღონღაძის აქტიურობას მოჰყვა, მეტოქის საჯარიმოში რომ შეიჭრა და სტუმართა ფეხბურთელთა ორთაბრძოლის შემდეგ გაზონზე რომ აღმოჩნდა. გადაჭრით იმის თქმა, რომ 100-პროცენტიანი პენალტი იყოო, მართლაც გაგვიჭირდება; ყოველ შემთხვევაში, "ფოლადის" სტადიონის პრეს-ლოჟიდან ეს ეპიზოდი კარგად არ ჩანდა, სტუმრებიც დიდხანს აპროტესტებდნენ არბიტრის გადაწყვეტილებას, მაგრამ...

პენალტი კი ლუკა რაზმაძემ შეასრულა: ზუხბაიამ ბურთის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ დარტყმა ძლიერი და ზუსტი იყო, სტუმრებს გაშვებული გოლის შემდეგაც არაფერი გამოსდიოდით შეტევაში: "ბაიას" შემადგენლობაში ფაქტობრივად, არ იყო ფეხბურთელი, მეგრელაძისთვის ზუსტი პასი რომ მიეწოდებინათ; თუმცა, როცა კი ბურთი სტუმართა ფორვარდთან მიდიოდა, "ოლიმპის" კარს ხიფათი არც ამ შემთხვევშაი ემუქრებოდა. ეს კი, უპირველესად მასპინძელთა ახალგაზრდა მცველის გიორგი რეხვიაშვილის დამსახურებაა - გამოცდილ ოპონენტს თითქმის ყველა პერსონალური ორთაბრძოლა რომ მოუგო.

ერთ ეპიზოდში რევაზ გეწაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მეორედ - გიორგი ჭელიძეს, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ, ჩინებულად გაისარჯა შეცვლაზე შემოსული ვალერი ყაზაიშვილი: 17 წლის ფორვარდმა ასაკთან შეუფერებელი ოსტატობა გამოამჟღავნა და ჭელიძე-ქავთარაძის კომბინაცია საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა!

19.09. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

ოლიმპი 2

ბაია 0

1:0 რაზმაძე (53-პენ), 2:0 ყაზაიშვილი (80. ქავთარაძის პასით)

ოლიმპი ბაია

4-2-3-1 4-2-3-1

ბედიაშვილი ზუხბაია

ღონღაძე კვეკვესკირი

ა. კვახაძე რ. ონიანი

რეხვიაშვილი კვესეიშვილი

ჯაფარიძე აკობია

ქავთარაძე გოგობერიშვილი

რაზმაძე ვართაგავა

ი. მოდებაძე დოლიძე

ბოლქვაძე სიხარულია

გეწაძე წურწუმია

ბერიაშვილი მეგრელაძე

ოლიმპი

46. მოდებაძე - გ. ჭელიძე

65. ბერიაშვილი - ყაზაიშვილი

89. გეწაძე - ქემოკლიძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ახალკაცი, დობროვოლსკი, ხოჭოლავა

ბაია

63. დოლიძე - კუკავა

67. წურწუმია - ხუბუა

78. ვართაგავა - ხიდეშელი

სათადარიგოები: ზარქუა, რიგვავა, ეხვაია, კანდელაკი

გაფრთხილება: გოგობერიშვილი (4), ღონღაძე (13), ზუხბაია (54), რ. ონიანი (56).

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...