აზერბაიჯანულმა გამოცემამ, რომელიც კახა ცხადაძესა და მისი გუნდის ქართველებს დიდად არ სწყალობს, ბაჩანა წლის აღმოჩენად აღიარა
აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა "აზერისპორტი" ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძესა და ამ გუნდის ქართველ ფეხბურთელებს დიდად არ სწყალობს.

სწორედ ამიტომ იყო გასაოცარი, როდესაც გამოცემამ "ინტერის" დახასიათებისას "საყვარელი" მწვრთნელის შვილი, ბაჩანა ცხადაძე დააფასა.

"ჩვენი აზრით, ბაჩანა ცხადაძე წლის აღმოჩენაა. კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, "ინტერმა" ბრინჯაოს მედალი რომ მოიპოვა.

მან მთლიანად გაამართლა მთავარი მწვრთნელისა და მამის, კახა ცხადაძის იმედები.

დასრულებული სეზონი ბაჩანასთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან უნდა დაემტკიცებინა, რომ გუნდში მამის გამო არ ათამაშებდნენ. და მან ეს შეძლო", - წერს გამოცემა.

აქვე ვიტყვით, რომ ბაჩანა კლუბის საუკეთესო და ყველაზე სასარგებლო მოთამაშეც გახდა - ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ნომინაციაში "გოლი+პასი" ბაქოს "ინტერის" ფეხბურთელებში პირველი ადგილი დაიკავა.

აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა რამინ მუსაევმა კი "აზერისპორტსა" და გაზეთ "ზერკალოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოსწონს, განსაკუთრებით კი, "ინტერის" ქართველი თავდამსხმელი ცხადაძე აღნიშნა.

ცხადაძე სეზონის აღმოჩენაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizo
ყოჩაღ ბაჩანა მართლაც რომ ყველას დაუმტკიცე რომ ძლიერი ხარ , ეხლა მთავარია ამაზე არ შეჩერდეს და კიდევ წინ წავიდეს კარიერაში! ჩემი აზრით არ იქნებოდა ურიგო რომ ერთხელ მაინც ნაკრებში გამოეძახათ ... მე როგორც ვიცი აზერების ნაკრებზე უარი თქვა და ესეც დასაფასებელია
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა