საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე კლუბის მთავარ მწვრთნელს სამი აქტუალური შეკითხვა დავუსვით
საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე კლუბის მთავარ მწვრთნელს სამი აქტუალური შეკითხვა დავუსვით და ვფიქრობთ, მათი მოსაზრებების გაცნობა მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

შეკითხვები ასეთია:

1. "ზესტაფონის" ჩემპიონად გამოცხადებით მიიღო თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამართლიანი გადაწყვეტილება?

2. რატომ გახდა სადავო ეს საკითხი?

3. უმაღლესი ლიგის როგორი სისტემითა და კლუბების რა რაოდენობით გამართვას ემხრობით?

ბუნებრივია, "ზესტაფონის" თავკაც გიორგი ჭიაბრიშვილისთვის პირველი შეკითხვა არ დაგვისვამს.

გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)

2. დებულება ისე იყო შედგენილი, რომ ჩემპიონის ვინაობა სადავო გახდა, მაგრამ კომპეტენტურმა სპეციალისტებმა სიმართლე მაინც გამოავლინეს.

3. მე მწვრთნელი ვარ და ჩემპიონატის სისტემის შედგენა ჩემს კომპეტენციაში არ შედის; თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია, რომ გასული სეზონი, როცა ჩემპიონატი ათი გუნდის მონაწილეობით და ოთხ წრედ გაიმართა, გაცილებით გამართულად და სამართლიან ვითარებაში ჩატარდა, ვიდრე ამჟამინდელი.

გია გეგუჩაძე (ტორპედო)

1. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. არ მინდა, ვინმემ მიკერძოებაში ჩამომართვას, მაგრამ ფაქტია, რომ "ზესტაფონი" ღირსეული ჩემპიონია.

2. ალბათ, ყოველივე ეს იმან გამოიწვია, რომ დოკუმენტი არ იყო გამართულად ფორმულირებული.

3. უპირველეს ყოვლისა, გუნდების ორ ნაწილად დაყოფა არ უნდა ხდებოდეს. 12 გუნდი და ორი წრე 22 ტურია, რაც ძალიან ცოტაა; 12 გუნდი და 3 წრე 33 ტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართლიანობის პრინციპი ირღვევა, რადგან კონკურენტთან ორ მატჩს სტუმრად ატარებ, ერთს კი შინ, ანაც პირიქით; ოთხი წრე და 44 ტური მეტისმეტია. ასე რომ, 16 გუნდი და ორი წრე იდეალური იქნებოდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესლიგელები შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და გუნდები შუა სეზონში არ დაიშლებიან.

თემურ შალამბერიძე (დილა)

1. დებულება ზედმიწევნით არ წამიკითხავს და ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რატომ მიიღო აღმასკომმა ამგვარი გადაწყვეტილება. მე ის ვიცი, რომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ლიდერადაც და შემდგომში ჩემპიონადაც "ზესტაფონი" იყო მოხსენიებული. ამ კლუბმა მართლაც საჩემპიონო სეზონი ჩაატარა.

2. ერთი პატარა ლაფსუსი და ამხელა აურზაური წარმოიქმნა. კანონი მცირედ უზუსტობასაც კი არ გპატიობს და ეს ლაფსუსი "ზესტაფონმა" სათავისოდ გამოიყენა.

3. უმაღლეს ლიგაში იმდენმა კლუბმა უნდა ითამაშოს, რამდენსაც ნორმალური ინფრასტრუქტურა და საარსებო პირობები ექნება.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია)

1. არა მგონია, აღმასკომი შემცდარიყო. "ზესტაფონი" ღირსეული ჩემპიონია, მაგრამ თანაგრძნობას "მეტალურგიც" იმსახურებს. ამ კლუბის წევრებს ხომ ეგონათ, რომ ლიდერები იყვნენ და ამის მიხედვით იხელმძღვანელეს.

2. ფაქტია, რომ დებულების შედგენისას შეცდომა იყო დაშვებული.

3. 16 გუნდი და ორი წრე კარგი იქნებოდა, მაგრამ დღეისთვის ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ალბათ, ამ ეტაპზე ოპტიმალური 12-გუნდიანი და სამწრიანი ჩემპიონატი იქნებოდა.

მალხაზ ჟვანია (მერანი)

1. ალბათ, აღმასკომმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

2. ფაქტია, რომ დებულების შედგენისას რაღაც ვერ გაითვალისწინეს და ამგვარი გაუგებრობაც იმიტომ მოხდა.

3. სჯობს, უმაღლეს ლიგაში 16-მა გუნდმა ორ წრედ ითამაშოს. ასე თავის გამოჩენის შესაძლებლობა მეტ ფეხბურთელსა და მწვრთნელს მიეცემა.

მწვრთნელთა უმრავლესობა 16 გუნდს ემხრობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi qiria
ზესტაპონი 6-ჯერ სეხვდა რუსტავს, 4-ჯერ მოიგო, 2 პრე, უკვე უხერხულია რუსტავის მხრიდან რამეზე ლაპარაკი
rezo
სამართლიანი კი არ იყო აGმასკომის გადაწყვეტილება, უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი, ჩემპიონი რუსთავის მეტალურგია. მაგრამ კარგად იცით ვის ხელშიც ვარტ
სახელი
ნეტავ, მართლა იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავდეს, რომ 12 გუნდში ვერ ეტეოდნენ და მეორე ლიგისთვის ცოდოები იყვნენ. არ რცხვენიათ ამ არგუმენტის მოყვანა?
სახელი
ჰა, გადასარჩენია ისევ სპარტაკი? ყველაფერს აქვს საზღვარი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა