მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სპეციალისტი ვრცელ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრობს
49 წლის პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო პირველი მწვრთნელია, რომელმაც შეძლო და ევროპის 4 საფეხბურთო ქვეყანაში მოიგო ჩემპიონის ტიტული (პორტუგალია - "პორტუ", ინგლისი - "ჩელსი", იტალია - "ინტერი", ესპანეთი - "რეალი").

წლეულს მან "სამეფო კლუბს" 4-წლისწინანდელი ტრიუმფი გაახსენა და ლა ლიგის ჩემპიონობა დაუბრუნა.

თანაც, "რეალმა" ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა 100 ქულით. ეს დაუფასებელი არ დარჩენილა და სამშაბათს მოურინიოს კონტრაქტი 2016 წლამდე გაუხანგრძლივეს.

ძველი ხელშეკრულებით, "განსაკუთრებული" მადრიდში კიდევ ორი სეზონი უნდა დარჩენილიყო, ახლით კი კიდევ 4 სეზონს უხელმძღვანელებს "სამეფო კლუბს". გთავაზობთ "რეალის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ჟოზე მოურინიოსთან:

- თქვენ მადრიდისტა ხართ 2016 წლამდე, რას გრძნობთ?

- ბედნიერი ვარ. ასე რომ არ იყოს, ამ ხელშეკრულებას ხელს არაფრით მოვაწერდი. მაგრამ ახლა ჩემი საქმეა, რომ მხოლოდ თავად არ ვიყო ბედნიერი, ყველა მადრიდისტა ასე უნდა იყოს, პრეზიდენტი და ბორდი. მათ სჯერათ ჩემი და მიაჩნიათ, რომ "რეალის" პროექტისთვის საუკეთესო მწვრთნელი ვარ. ვფიქრობ, "რეალის" გულშემატკივრებსაც გაახარებდა ეს ცნობა.

ბოლო თვის განმავლობაში ფეხბურთელებთან ამ თემაზე ხშირად მისაუბრია და საერთო ჯამში, ისინი კმაყოფილნი არიან ამ გადაწყვეტილებით. ჩემი მეუღლე და ბავშვები, რომელთაც გადამწყვეტი როლი ენიჭებოდათ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ბედნიერები არიან.

- რას ფიქრობთ, რატომ გააგრძელეთ ხელშეკრულება კლუბთან და რატომ გადმოდგა ეს ნაბიჯი თავად კლუბმა თქვენკენ?

- ყველაფერი ჩვენს პროექტს უკავშირდება. პრეზიდენტს სურს, რომ ის სტაბილური და დიდხნიანი იყოს, რაც, ჩემი აზრით, თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია. პრეზიდენტი მენდობა და ჩემი სჯერა.

ეს ძალიან დამეხმარა მაშინ, როცა გახშირდა ჭორები ჩემი "რეალიდან" წასვლის შესახებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და "რეალში" მანამ დავრჩები, სანამ ფანები, გუნდი და კლუბი ჩემი მუშაობით კმაყოფილნი იქნებიან.

რა თქმა უნდა, აქაც არის პრობლემები, მაგრამ სად არ არის? ჩემი აზრით, ამიერიდან უპირველესად ახლო მომავლის გეგმებზე უნდა ვიფიქრო, მომდევნო ტიტულზე და არ დავსახო შორსმიმავალი გეგმები.

გუნდს რომ შეხედოთ, მიხვდებით, რომ ეს ორი წელიწადი მის მომავალს შევალიეთ. ეს ასეცაა, მაგრამ "რეალი" იმ კალიბრისაა, სადაც მუდმივად საჭიროა გამარჯვებები და ტიტულები. ეს ყველაფერი შევძელი და უახლოეს 4 სეზონშიც შევეცდები, რომ შევძლო. "რეალის" ძირითადი გუნდის სპორტული მომავალი მე მომანდეს და უნდა ვივარგო.

- ხელშეკრულება იმიტომ გაგრძელდა, რომ თქვენი სამუშაო კარგად შეასრულეთ?

- გუნდი ახალგაზრდულია და მას მომავალში უფრო მეტი შეუძლია. ეს არ არის კლუბი, რომელიც თავის შესაძლებლობების ზღვარზე ან მის მიღმა თამაშობს. აქ კარიერას არ ასრულებენ, აქ ყველაფერი მზარდია. მეც ყოველთვის ზრდისკენ ვილტვი, მიღწეული არ მაკმაყოფილებს.

სხვადასხვა კულტურულ თუ საფეხბურთო გარემოში შევეცადე ვყოფილიყავი წარმატებული და ეს შევძელი კიდევაც.

ახლა ჩემთვის ყველაზე უჩვეულო ისაა, რომ უნდა ვიფიქრო გრძელვადიან პერსპექტივებზე. ეს უფრო რთული საქმეა. სამაგიეროდ, კარგი გამოწვევაა ჩემთვის მომავალი 4 სეზონისთვის. ყოველ წელს უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს კი ძალიან ძნელი იქნება, როცა უკვე კარგად თამაშობ. ჩემი კარიერის პიკზე გავდივარ.

- რა მიზნები დაისახეთ მომავალი სეზონისთვის?

- გასული სეზონის დასაწყისში ბიჭებს ვუთხარი, რომ პრიორიტეტებს არ ვსახავ, არ მინდა ერთი ჩემპიონატი გავწირო და მეორეში მოგებისთვის ვიბრძოლო. ჩვენი პრიორიტეტი იყო კოლექტიურად და ინდივიდუალურად წინსვლა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში "რეალმა" მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ფანი შეიძინა, რადგან გუნდმა პლანეტაზე საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე რთულად მოსაგები ტურნირი, ლა ლიგა დავლაშქრეთ და ეს ფანტასტიკური ფეხბურთით შევძელით.

ძალიან ძნელია, როცა ბევრს შრომობ და ვერაფერს იგებ. საბედნიეროდ, ჩემი მუშაობის მეორე წელს ჩემპიონატი მოვიგე, როგორც ვგეგმავდი კიდევაც. ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში.

- დარწმუნებული ხართ, რომ რეალში 2016 წლამდე იმუშავებთ?

- რა თქმა უნდა. გუნდში ერთი ფეხბურთელიც კი არ არის, რომელიც იმ დრომდე ვერ ითამაშებს. ყველას კარიერის პიკი ჯერ კიდევ წინ აქვს. ახლა უნდა დავფიქრდეთ, ვინ რჩება, ვინ მიდის, მოვიძიოთ ახალი ფეხბურთელები.

ეს პროცესი ნორმალურია ამ დროისთვის, მაგრამ გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე მზად არის. ერთი-ორი შენაძენი კი იმისთვის გვინდა, რომ კიდევ უფრო კარგი შედეგები ვაჩვენოთ და ისტორიაში შევიდეთ.

- ახლა რას აპირებთ? შვებულებაში მიდიხართ თუ მუშაობას აგრძელებთ?

- ახლა ბავშვები ისევ სკოლაში არიან და შვებულებაში მაინც ვერ გავალთ. ამიტომ ვიმუშავებ, მაგრამ მალე 15 დღით სრულიად მოვწყდები საფეხბურთო სამყაროს.

მადრიდში 14 ივლისს ჩამოვალ საჩოგბურთო მატჩისთვის რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. 15 ივლისს კი გუნდს პირველ ვარჯიშზე გავიყვან. ბუნებრივია, იმათ გარდა, ვინც ევრო 2012-ზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ