"ლივერპულს" ამ ეტაპზე პრობლემების მეტი რა აქვს, მაგრამ მათგან სამი ყველაზე მეტად არის გამოსარჩევი
"ლივერპულს" ამ ეტაპზე პრობლემების მეტი რა აქვს, მაგრამ მათგან სამი ყველაზე მეტად არის გამოსარჩევი.

კლუბს არ ჰყავს სპორტული დირექტორი, არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და უკვე წლებია მიდის ლაპარაკი (არამხოლოდ ლაპარაკი) იმაზე, რომ მერსისაიდელებმა ახალი, უფრო ტევადი სტადიონი უნდა ააშენონ.

აქედან, პირველ რიგში, კლუბს სპორტული დირექტორის დანიშვნა მართებს, რადგან სამომავლო ტრანსფერების დაგეგმვა და მომზადება სწორედ მას უნდა დაევალოს. ყოფილი დირექტორი დამიელ კომოლი კლუბის ბოსებმა ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე დაითხოვეს თანამდებობიდან.

პრესაში პირველად სწორედ მაშინ დაიწერა, რომ კომოლის კვალში კენი დალგლიშსაც გაუყენებდნენ.

"ლივერპულის" ახალ სპორტულ დირექტორად სახელოვანი ჰოლანდიელის, ლუის ვან გაალის კანდიდატურა დასახელდა.

როგორც ჩანს, გუნდის შემადგენლობის სერიოზული გადახალისება მას დაევალება. ვან გაალი ის პერსონაა, ვისაც სიმართლის პირში თქმა უყვარს და ამის გამო ბევრი მტრადაც გადაიკიდა.

მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია "აიაქსში", "ბარსელონასა" და "ბაიერნში". ერთი წლის წინ ლაპარაკი იყო ტურინის "იუვენტუსში" მის დანიშვნაზე, მაგრამ იტალიელებმა ბოლოს ანტონიო კონტეზე გააკეთეს აქცენტი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვან გაალის სახელს ერთი ხმაურიანი სკანდალი უკავშირდება. "აიაქსის" დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრმა ის სხვების უკითხავად სწორედ სპორტულ დირექტორად დანიშნა, მაგრამ გადაწყვეტილება იოჰან კრუიფმა სასამართლოში გაასაჩივრა და ლუისთან დადებული კონტრაქტის გაუქმებას მიაღწია.

რამდენად წაადგება "ლივერპულს" უხიაგი ხასიათის ჰოლანდიელთან თანამშრომლობა, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ბოლო დღეებში პრესა წერდა, რომ მერსისაიდელებსა და ფაბიო კაპელოს შორის შეთანხმება დროის ამბავიაო. ამის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს "ლივერპულ ეხო". გაზეთის მტკიცებით, 65 წლის იტალიელის კანდიდატურა სერიოზულად არც კი განუხილავთ.

არადა, კაპელოს აგენტი აცხადებდა, რომ მისი კლიენტი "ენფილდზე" მუშაობით დაინტერესებული იყო. მოსალოდნელია, რომ კლუბის თანამესაკუთრე ჯონ ჰენრი უახლოესი 48 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეხვდება რობერტო მარტინესსა და ანდრე ვილაშ ბოაშს.

შეხვედრა იგეგმება "სუონსის" დამრიგებელ ბრენდან როჯერსთანაც, ვინც "წითლებს" თანამშრომლობაზე ერთხელ უარი უკვე განუცხადა. კაპელოს გარდა, ჰენრის პრესსამსახურმა უარყო დიდიე დეშამით დაინტერესების ფაქტიც.

"წითლების" აღმასრულებელი დირექტორის, იან ეირის თქმით, კლუბს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, "ენფილდს" ჩაუტარებენ საფუძვლიან რეკონსტრუქციას, თუ ახალი "სტენლი პარკის" მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს.

"ამ ეტაპზე ორივე ვარიანტს განვიხილავთ. ამ მიზნით უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს დაინტერესებულ ადამიანებთან.

სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილება შეიძლება იმაზე ადრე მივიღოთ, ვიდრე ეს ადრე გვქონდა გამოცხადებული.

დავუკავშირდით რამდენიმე ცნობილ ბრენდს, ვისაც სტადიონის სახელის ხანგრძლივი დროით შეძენა შევთავაზეთ. ისინი პრობლემად მიიჩნევენ, რომ რაკი ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია, შეიძლება არაფერიც არ მოხდეს.

მიმდინარე სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბის მფლობელები საქმით დაინტერესებულები არიან. იქამდე, ვიდრე საბოლოოდ არ დავრწმუნდებით, ამ საკითხზე კომენტარს აღარ გავაკეთებთ. "ენფილდის" რეკონსტრუქციას თუკი გადავწყვეტთ, ახლომდებარე სახლების მფლობელებთან დალაპარაკება მოგვიწევს.

გულშემატკივრებისგან მომისმენია, "ლივერპული" ხომ ამხელა კლუბია, რატომ არ აშენებთ 60-ათასიან სტადიონსო. ყველაფერი არც ისე იოლია. წარმოიდგინეთ, "ენფილდი" 15 ათასი ადგილით რომ გაიზარდოს, ამისთვის 300 მილიონი ფუნტია საჭირო.

მუშაობა გრძელდება და როგორც კი საქმეს წერტილი დაესმება, ყველაფერს გაცნობებთ," - აცხადებს იან ეირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე