უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ვლადიმერ გერაშჩენკო ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი
უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ვლადიმერ გერაშჩენკო ლონდონის ოლიმპიური თამაშების სტარტებზე დასასწრები ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი. ამ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, BBC-ის ჟურნალისტი გერაშჩენკოსთან (ეს ჩინოვნიკი უკრაინელ გულშემატკივრებსა და ოფიციალურ პირებს შორის ოლიმპიადის ბილეთების გავრცელებაზეა პასუხისმგებელი) კავშირზე გავიდა და ამ უკანასკნელს ბილეთების გადამყიდველად გაეცნო.

ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრისას გენერალურმა მენეჯერმა "გადამყიდველს" განუცხადა, რომ მზად არის, ნაღდი ფულის სანაცვლოდ მიჰყიდოს მას დაახლოებით 100 ბილეთი რამდენიმე ათას ფუნტად.

მოგვიანებით, BBC-ისთან კომენტარში ამ შეხვედრაზე საუბრისას გერაშჩენკომ განაცხადა, რომ აზრად არასოდეს მოსვლია ბილეთების ბრიტანეთში რეალიზაცია. მან ისიც დაამატა, რომ, უბრალოდ, დიპლომატიურ საუბარს აწარმოებდა ბილეთებით მოვაჭრის დაჟინებული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

როგორც სააგენტო AP წერს, BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ დროებით ჩამოაშორა თანამდებობას გერაშჩენკო. ბუბკამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეამოწმებს ბრიტანული ტელეკომპანიის ბრალდებას.

მოქმედი წესების თანახმად, რომელიც ბილეთების გადამყიდველებთან ბრძოლის მიზნით შემუშავდა, ამა თუ იმ ქვეყნისთვის გამოყოფილი ოლიმპიური ბილეთები მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შორის უნდა განაწილდეს.

როგორც BBC აღნიშნავს, ბრიტანეთში ოლიმპიური ბილეთების არალეგალური გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და 20 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გერაშჩენკო უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მენეჯერის პოსტს 1997 წლიდან იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად