ჭიდაობის სახეობებიდან სამბისტების გარდა წლეულს ყველამ მოილია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. მხოლოდ სამბისტებს დარჩათ გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 4-8 ნოემბერს ტაშკენტში ჩატარდება...

ჭიდაობის სახეობებიდან სამბისტების გარდა წლეულს ყველამ მოილია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. მხოლოდ სამბისტებს დარჩათ გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 4-8 ნოემბერს ტაშკენტში ჩატარდება.

საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატის შედეგები მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვენახევრით ადრე, როგორც ჩვენი ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ გვითხრა, ნაკრებში კორექტივებს ვერ შეიტანს.

ასე რომ, გუნდი კარგა ხანია, ემზადება მსოფლიოზე გამოსავლელად და შემადგენლობაც გარკვეულია. ზოგიერთმა ამ შემადგენლობიდან

კი გლდანში გამართულ საქართველოს ჩემპიონატშიც მოსინჯა ძალა. სულ 24 ქალაქისა და რაიონის 186 სამბისტი ჩაება ასპარეზობაში. როგორც ხედავთ, გეოგრაფია სასიამოვნოდ გაიზარდა, სამბო საქართველოში მშობლიური ქართულივით გაშინაურდა.

ჭიდაობის ეს სახეობა ძიუდოისტებისთვის იმთავითვე ერთგვარი საჯილდაო ქვაა. სამბოდან ძიუდოში და პირიქით სპორტსმენების გადასვლა-გადმოსვლა ერთობ გახშირდა, რაც, თქმა უნდა, საძრახისი სულაც არაა...

მაგალითად, მცხეთელი გიორგი ბაინდურაშვილი სამბოდან მოხვდა ძიუდოს ნაკრებში, სადაც სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ კვლავ სამბოს დაუბრუნდა და აქ ყველას აჯობა...

გლდანის საჭიდაო სარბიელზე ერთობ დაძაბული იყო ლაშა გურულის (ქუთაისი) და ზვიად გოგოჭურის (ახმეტა) ფინალური შეხვედრა 90 კილოგრამ წონაში. დამაჯერებელი გამარჯვება ამჯერად გურულმა მოიპოვა.

ძიუდოში ევროპის პირველობის ვერცხლის მედალოსანი 20- წლამდელთა (2007 წ) და ბრინჯაოს მედალოსანი (2009) 23- წლიანებში, გორელი ზვიად ბაზანდარაშვილი (მწვრთნელი გია თენაძე) ქართულ ჭიდაობაში თუ საქართველოს სამგზის ჩემპიონია, სამბოში პირველად გაიმარჯვა ჩვენი ქვეყნის პირველობაში.

მეორე გორელმა, ნიკოლოზ ბიბილაშვილმა (100 კგ) კი ნამდვილი სიურპრიზი შესთავაზა მეტოქეებს. ამ ვეტერანმა, რომელიც 10 წლის წინათ (2000 წ) იყო ევროპის ჩემპიონი სამბოში, კარგა ხნის შესვენების შემდეგ კვლავ აქტიურად დაიწყო წვრთნა და ახლა საქართველოს ჩემპიონიც გახდა...

ზემოთ სამბოს გეოგრაფია ვახსენეთ, დავძენთ, რომ უნდა გამოვყოთ გორი, ქუთაისი, ფოთი, ახმეტა, ზესტაფონი, რომლებიც უკვე თვალსაჩინო კერებად ჩამოყალიბდნენ. თუ ქართულ ჭიდაობაში აშკარა უპირატესობა აქვს აღმოსავლეთ საქართველოს, ამას ვერ ვიტყვით სამბოზე. მას თითქმის თანაბრად ჭიდაობენ ამერ-იმერში. ქართული ჭიდაობის სამშობლოში სამბოს უნდა ჭიდაობდნენ ყველა რაიონსა და ქალაქში.

უახლოესი დიდი ოფიციალური ასპარეზობა _ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი ჩვენს სამბისტებს აპრილში ელით. ამ შეჯიბრებისთვის ალბათ გათვალისწინებული იქნება საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის შედეგები.

კვარცხლბეკი. 52 კგ: 1. გივი ნადარეიშვილი (ფოთი), 2. ბექა მხეიძე (ვანი), 3. თამაზ ნოზაძე (ხაშური), 3. სოსო მარანელი (გორი).

57 კგ: 1. გიორგი მესაბლიშვილი (ახმეტა), 2. ლაშა გიუნაშვილი (გორი), 3. გიორგი ნასყიდაშვილი (ზესტაფონი), 3. ოთარ გაბუნია (ვანი).

62 კგ: 1. იოსებ ქოქაშვილი (გორი), 2. ბექა კიკაძე (ხაშური), 3. თემურ ნასყიდაშვილი (ზესტაფონი), 3. მიხეილ ოსაძე (ბათუმი).

68 კგ: 1. გელა სანიკიძე (ქუთაისი), 2. ბექა ტუღუში (ფოთი), 3. ირაკლი სანაია (ზუგდიდი), 3. ლევან ჩუბინიძე (ზესტაფონი).

74 კგ: 1. ზვიად ბაზანდარაშვილი, 2. ზვიად კაპანაძე (ორივე _ გორი), 3. ზურაბ ნოზაძე (ხაშური), 3. ლევან ნახუცრიშვილი (თბილისი).

82 კგ: 1. გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა), 2. იოსებ ჩილინდრიშვილი, 3. ნოდარ კუდუხაშვილი, 3. პაატა ღვინიაშვილი (სამივე _ გორი).

90 კგ: 1. ლაშა გურული (ქუთაისი), 2. ზვიად გოგოჭური (ახმეტა), 3. გიორგი ცოციაშვილი (თბილისი), 3. ირაკლი ქობლიანიძე (ბათუმი).

100 კგ: 1. ნიკოლოზ ბიბილაშვილი (გორი), 2. ვალერი იმერლიშვილი (თელავი), 3. გიორგი ბოლოთაშვილი (გორი), 3. მირიან პავლიაშვილი (მცხეთა).

+100 კგ: 1. ლევან მუქერია (თბილისი), 2. ვახტანგ ზოიძე (ბათუმი), 3. დავით ბოჭორიშვილი, 3. კობა ეგუტიძე (ორივე _ ქუთაისი).

გაბრიელ ბარჯაძე

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს