აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯამალ გუბაზი საკითხის დაყენებას ფიფას შტაბბინაში აპირებს
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სპორტის მესვეურები ამზადებენ ფიფასთვის მიმართვას, რომელშიც მოითხოვენ, რომ "აფხაზეთის ნაკრებს" ფიფას წევრი ქვეყნების გუნდებთან ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიეცეს.

როგორც "იზვესტიასთან" ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯამალ გუბაზი აცხადებს, ის თავად აპირებს გაემგზავროს ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი შვეიცარიაში, ფიფას შტაბბინაში, სადაც პირადად დააყენებს საკითხს, მიეცეს "აფხაზეთის ნაკრებს" ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის უფლება.

"მივიჩნევ, რომ აფხაზეთის ნაკრებს ამ უფლების მოპოვების რეალური შანსი აქვს", - აცხადებს გუბაზი.

მისივე თქმით, აფხაზეთში არსებული საფეხბურთო მოედნები და ინფრასტრუქტურა ოფიციალური დონის ამხანაგური შეხვედრების მასპინძლობის საშუალებას იძლევა.

"იმედი გვაქვს, ფიფას კრედო, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან შორს არის, ამჯერადაც დამტკიცდება. ამ საკითხში ჩვენ რუსეთის საფეხბურთო კავშირის დახმარების იმედიც გვაქვს. ჩვენი სურვილია ასევე, აფხაზეთის გუნდი რუსეთის რომელიმე საფეხბურთო დივიზიონში, თუნდაც მეორეში მონაწილეობდეს. ამაზე საუბარი დიდი ხანია, მიმდინარეობს და დროა, უკვე საქმეზე გადავიდეთ", - განაცხადა გუბაზმა.

მანვე აღნიშნა, რომ ფიფას ხელმძღვანელს, იოზეფ ბლატერს სთხოვს, დაეხმაროს აფხაზეთში ფეხბურთის განვითარებას.

ამ კვირაში ფიფამ ოფიციალური ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს მისცა.

ფიფას ეგიდით, დღეისთვის მხოლოდ იმ ქვეყნების ნაკრებები თამაშობენ, რომლებიც გაეროს წევრები არიან. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან გაეროს წევრები, 2003 წელს შექმნილ ასოციაცია NF-Board-ში გაერთიანდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

zvigeni
რა გეშველებათ რა აფხაზეთის ნაკრები, რუსების მონები ხართ. ისე საშიშია, ესენიც მოგვიგებენ, ჩვენი ნაკრები ხო ყველასთან იკუზება
თემური
"დამოუკიდებელი" აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ლოგოზე არც ერთი სიტყვა არ წერია აფხაზურად. ვაი თქვენს პატრონს ...
zaza sigu
ძნელია გიორგის კომენტარს რაიმე დაუმატო!! მე მაიც მგონია რომ ცოტა მოგვიანებით ფიფა ნებას დართავს ქრთამები და ფულაობა აბა იქაა თუა.
giorgi
წითელ წიგნში არა, - წითელ ოთახში.. ხელებს დაიფერთხავენ და იტყვიან, - იზბავილის ოტ ჩერნოჟოპიხ. მაგათთვის ქართველი, აფხაზი, სომეხი, თათარი, ჩეჩენი, - ყველა ამ კატეგორიაში შედის. მსოფლიო საზოგადოებამ კი კოსოვოს აღიარებით სეპარატიზმის პანდორას ყუთი გახსნა, უკან დასახევი გზა კი აღარ არის. მალე გამოჩნდება "აფხაზური" ნაკრები, რომელშიც რუსი ფეხბურთელები ითამაშებენ და ფიფა-უეფაც ტაშის გრიალით შეხვდება სტადიონებზე.
megreli
გამოფხიზლდით აფხაზებო! რა დროს თქვენი ფეხბურთია,ათქვეფილი ხართ რუსებთან და რამოდენიმე წელიწადში თქვენი ჯიში სანთლით იქნება საძებნი.მალე რუსები წითელ წიგნში შეგიტანენ აფხაზებს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა