სავარაუდოდ, კლუბის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და ახალ სეზონში გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს
გასული სეზონი "სიონისთვის" საკმაოდ რთული და, ამავდროულად, შინაარსიანი გამოდგა.

ბოლნისურმა კლუბმა უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი ძალიან უფერულად ჩაატარა და ბოლო ადგილზე დაასრულა. სამაგიეროდ, "სიონი" მოძლიერებული შეხვდა პლეი აუტს - ქვემოქართლელებმა დაძაბული ბრძოლების შედეგად იქ საუკეთესო ოთხეულში დამკვიდრება მოახერხეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

დავინტერესდით, როგორი დონის გუნდი ეყოლებოდა "სიონს" მომავალ სეზონში. მოგეხსენებათ, კლუბი იანვრიდან მოყოლებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის განკარგულებაშია და კომენტარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ სოსო ლალიაშვილს ვთხოვეთ:

"უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად კონკრეტულ გეგმებს დავისახავთ. დიდი ალბათობით, "სიონის" ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, გაცილებით ამბიციური გუნდი გვეყოლება, ვიდრე გასულ სეზონში.

თუკი ბოლო დროს ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, ახალ სეზონში გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ამისთვის თადარიგს დროულად დავიჭერთ და გუნდი სეზონისთვის მზადებას შარშანდელივით სპონტანურად კი არ დაიწყებს, მოსამზადებელი პროცესი საფუძვლიანად დაიგეგმება და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს სამუშაოდ კარგი პირობები ექნებათ", - გვითხრა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილს ისიც ვკითხეთ, ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილებები "სიონის" სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელს ხვიჩა ქასრაშვილს კლუბის ხელმძღვანელობა ნდობას მომავალი სეზონისთვისაც გამოუცხადებს.

"ქასრაშვილმა მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და "სიონი" უმაღლეს ლიგაში დატოვა. ასე რომ, იგი თანამდებობაზე დარჩენას იმსახურებს", - ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ბოლნისელები გაძლიერებას გეგმავენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს