"კავშირი ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთ დამფუძნებელს გორის "დილასა" და "მეტალურგის" შეხვედრა საეჭვოდ მიაჩნია
იმასთან დაკავშირებით, რაც ბოლო დროს მოხდა ქართულ ფეხბურთში, მითქმა-მოთქმა და დისკუსია არ წყდება.

ჩვენი სტუმარი "კავშირი ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი გახლავთ. მასთან საუბარი იმ ფაქტით დავიწყეთ, რომ "ზესტაფონმა" აღმასკომის სხდომის გადაწყვეტილებით მიიღო ჩემპიონობა.

- ჩვენს ფეხბურთს ავადმყოფობა სჭირს. შეცდომას შეცდომა ემატება. ჩემპიონატის სტრუქტურას რაც შეეხება, ფიფას და უეფას მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს ყველა საკითხი დარეგულირებული.

ვიცით, რომ მსგავსი სისტემით ჩემპიონატი სხვა ქვეყნებშიც ტარდება, ოღონდაც იქ დებულება არ მოქმედებს იმაზე, თუ რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

ყველაფერი ეს იმის ბრალია, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი არამცოდნე ადამიანი საქმიანობს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- გადავხედოთ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს. სადაც ასეთი კონტინგენტია თავმოყრილი, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: როგორ უნდა იქნეს დაცული კლუბების ინტერესები? აღმასკომში პიროვნებების და პოლიტიკური ინტერესები უფროა ჩადებული, ვიდრე კლუბების.

ფაქტია, რომ აღმასკომში არცერთი კლუბის წარმომადგენელი არ არის და ამ სკანდალურ გადაწყვეტილებაში არცერთი კლუბი მონაწილეობდა. მიმაჩნია, რომ პროფლიგის გაუქმება შეცდომა იყო, რის შედეგსაც ახლა ვიმკით.

აღმასკომი უნდა იყოს ორგანო, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისათვის საკანონმდებლო ბაზას შექმნის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს აღმასკომი ქმედითუნარიანი ვერ არის. სპორტის მინისტრი, თბილისის პოლიციის უფროსი, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი... ასეთი კონტინგენტით აღმასკომი ეფექტური ვერ იქნება.

- შარშან იყო საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე კლუბის თაოსნობით შექმნილიყო გაერთიანება, რომელიც კლუბთა ინტერესებს დაიცავდა, თუმცა იდეას მხარი კლუბების უმეტესობამ არ დაუჭირა. როგორ ფიქრობთ, ეს იმის ბრალია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მეტი წილი გუნდებისა, ასე ვთქვათ, საბიუჯეტო დაფინანსებაზეა?

- რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ საქართველოს ჩემპიონატი უწყებების შეჯიბრებას ემსგავსება. ასეთი გუნდების წნეხის ქვეშ ძალაუნებურად ექცევიან მსაჯები და სხვა გუნდები. ყველაფერი ეს მითქმა-მოთქმის საშუალებას იძლევა. მაგალითად, გორის "დილასა" და "მეტალურგის" შეხვედრა საეჭვოდ მიმაჩნია.

- "კავშირი ჩვენი ფეხბურთი" როგორ ცდილობს სიტუაციის შეცვლას?

- ვეძებთ გამოსავალს, თუმცა საფეხბურთო სამყაროდან ამისი ნებაც უნდა არსებობდეს. ეროვნული ჩემპიონატის დებულება შეთანხმებული იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. მე მგონი, არავინ არ მალავს, რომ პრემიერ-მინისტრი კურირებს ფეხბურთს.

- ნუთუ სიტუაცია ასე უიმედოდ მიგაჩნიათ?

- როცა ფედერაცია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ათანხმებს ზემდგომთან, ამით ფედერაციის დამოუკიდებლობა დაკარგულია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ბოლო წლებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებით დაიწყო და დღევანდელი ვითარების კატალიზატორიც ეს არის.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ თანამშრომლობას ფედერაციასთან და ქართულ ფეხბურთში მოსაქმე ყველა ადამიანთან, მაგრამ მეორე მხარე დიალოგზე არ მოდის, რადგან ყველაფერი მათ ხელშია.

- თქვენ ხართ "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი. ანუ, ფაქტობრივად, იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობთ, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენც პოლიტიზირებული ხართ?

- პოლიტიკური ნება თუ არ შეიცვალა, საფეხბურთო სისტემაც ვერ შეიცვლება. თუ პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის ფეხბურთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია პოლიტიკურად უნდა შეიცვალოს.

ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ისეთ ნულოვან პოზიციას, როცა ფეხბურთში არ იქნება პოლიტიკური ზეწოლა და ასეთნაირად წარიმართება პროცესები. სხვანაირად ქართულ ფეხბურთზე გულანთებული ადამიანის მცდელობა, რომ გამოსწორდეს სიტუაცია, შედეგის მომტანი ვერ იქნება.

- დაბოლოს, ნაკრებზეც გკითხავთ. რას ელით ჩვენი ეროვნული გუნდისგან დამდეგ შესარჩევ ციკლში?

- პოზიტიური იქნება, რომ ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებებს ვნახავთ თბილისში. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ეს უფრო კარგად გამოაჩენს ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებს. ნაკრების საკითხი საერთო საფეხბურთო სიტუაციის მიხედვით უნდა განვიხილოთ, ანუ მშენებლობა სახურავიდან არ უნდა იწყებოდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VAXO
ზესტაფონის ჩემპიონობაც მინისტრტა კაბინეტსი გადაცკდა
sandro
სანამ ფეხბურთი იქნება ის ადგილი სადაც მხოლოდ ფულის შოვნაზე იფიქრებენ და უცოდინრებით იქნება სავსე ფედერაციაც და დინამოც ,მანამდე არაფერი არ ეშველება სპორტის ამ სახეობას. ფიფია და ზედ მიკოლებული სიჭინავა უნდა წავიდეს!!!
teo fabi
soTa, ამათ ხომ მაგრად მოგიგვარეს საქმე ქართულ ფეხბურთში ეხლა ვინც გყავს.როგორი საზიზღრობა და ერთმმართველობაა მთელს ქვეყანაში, იგივე ხდება ფეხბურთშიც. ჯერ მარტო ფედერაციის არცევნები გაიხსენე სულ უახლოეს წარსულში რომ ჩაატარეს ვითომ. დავიჯერო მოგწონს ეს ყველაფერი?
soTa
როგორ სურით სკდებით.ერთიყიპიანი მოაგვარებს მეორე თქვენ უმაქნისო ჯურნალისტები
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია