დანიის ნაკრების თავკაცმა გუნდის სიას 2 კაციც დაამატა და ევრო 2012-ის განაცხადიც სრულად შეივსო
დანიის ნაკრების თავკაცმა მორტენ ოლსენმა გუნდის სიას 2 კაციც დაამატა და ევრო 2012-ის განაცხადიც სრულად შეივსო.

ოლსენმა ნაკრებში მცველი იორეს ოკორე და ფორვარდი ნიკლას პედერსენი გამოიძახა. 19 წლის ოკორემ მწვრთნელი დანიის ჩემპიონ "ნორდსიელანდში" თამაშით მოხიბლა.

ოკორე დებიუტანტი არ არის, ეროვნულ გუნდში ორჯერ უთამაშია, ორჯერვე ამხანაგურ მატჩებში - შვედეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ოკორე წარმოშობით კოტდივუარიდანაა - აბიჯანშია დაბადებული, მაგრამ სამი წლის ასაკში მისი ოჯახი დანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ის ცენტრალური მცველია, თამაშის კარგი "კითხვით" და ლიდერის თვისებებით.

ნიკლას პედერსენი 23 წლისაა. ის ჰოლანდიურ "გრონინგენში" თამაშობს. დანიის ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 3 ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ნაკრებში გოლი ჯერ არ გაუტანია. ნიკლასი წარსულში ცნობილი დანიელი ფეხბურთელის, იესპერ პედერსენის შვილია.

"იორესს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ამიტომაც ის ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველთა კვარტეტში მოხვდა. რაც შეეხება ნიკლასს, მისი ნიჭი ეჭვქვეშ არასოდეს დაგვიყენებია. უბრალოდ, მისი ფიზიკური კონდიციები იწვევდა ეჭვს. ჰელსინგიორის შეკრებაზე მან ეს ეჭვები საბოლოოდ გამიფანტა", - განაცხადა მორტენ ოლსენმა.

შაბათს დანიის ნაკრები ბრაზილიას შეხვდება ამხანაგურ მატჩში. 2 ივნისს კი სკანდინავიელთა მეტოქე ავსტრალია იქნება. შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ზე დანიელთა ჯგუფში ჰოლანდია, პორტუგალია და გერმანიაა.

დანიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: თომას სორენსენი (სტოკ სიტი, ინგლისი), სტეფან ანდერსენი (ევიანი, საფრანგეთი), ანდერს ლინდეგორი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი).

მცველები: ლარს იაკობსენი (კოპენჰაგენი), დანიელ ვასი (ევიანი, საფრანგეთი), დანიელ აგერი (ლივერპული, ინგლისი), სიმონ კიაერი (რომა, იტალია), ანდრეას ბიელანდი (ნორდსიელანდი), სიმონ პოულსენი (ალკმაარი, ჰოლანდია), იორეს ოკორე (ნორდსიელანდი).

ნახევარმცველები: კრისტიან პოულსენი (ევიანი, საფრანგეთი), იაკობ პოულსენი (მიდტილანდი), ვილიამ კვისტი (ნიურნბერგი, გერმანია), ნიკი ზიმლინგი (ბრიუგე, ბელგია), თომას კალენბერგი (ევიანი, საფრანგეთი), კრისტიან ერიქსენი (აიაქსი, ჰოლანდია), მიქაელ სილბერბაუერი (იანგ ბოიზი, შვეიცარია), ლასე შიონი (ნეიმეგენი, ჰოლანდია).

თავდამსხმელები: დენის რომედალი (ბრონდბიუ), ნიკლას ბენდტნერი (არსენალი, ინგლისი), მიქაელ კრონ-დელი (ბრონდბიუ), ტობიას მიკელსენი (ნორდსიელანდი), ნიკლას პედერსენი (გრონინგენი, ჰოლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს