ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ ამხანაგურ მატჩში ჩვენებურთაგან გატანა დავით თარგამაძემ შეძლო
24 მაისს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

თამაში თურქი ფეხბურთელების მცირე უპირატესობით დაიწყო. უკვე მე-12 წუთზე კი მარცხენა ფრთიდან მათი შეტევა გიორგი ლორიას კარში გასული გოლით დასრულდა. ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ თავით ჰამით ალტინთოფმა ზუსტად დაჰკრა.

ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჯაბა კანკავას მალევე, მე-16 წუთზე, ვლადიმერ დვალიშვილის ჩაწოდების შემდეგ მიეცა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა.

39-ე წუთზე მეტოქემ კვლავ ისარგებლა ჩვენი დაცვის შეცდომით. ფლაგიდან მაღალი ჩაწოდების შემდეგ ბურთი უმეთვალყურეოდ მყოფ ნური შაჰინს თავით დაუგდეს, ამ უკანასკნელმა კი ლორიას ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა - 2:0.

პირველ ტაიმში თურქებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ და კვლავაც ჩვენი დაცვის არასაიმედო გარჯის გამო. ჩვენ საჯარიმოში შეჭრილი სერკან სარარერის დარტყმის შემდეგ ლორიამ ოსტატობის ხარჯზე კარი მესამე გაშვებული გოლისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა და 52-ე წუთზე დავით თარგამაძემ კარგად გათამაშებული კომბინაცია გოლითაც დაასრულა. აქედან ორიოდე წუთში უკვე სანდრო კობახიძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოს შემდეგ შეიძლებოდა ანგარიში გათანაბრებულიყო, თუმცა თურქთა კარის დარაჯმა ჯერ ალექსანდრე ამისულაშვილის ძლიერი დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი ლევან მჭედლიძეს ახლო მანძილიდან არ გაატანინა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების აქტიურობას შედეგი აღარ მოჰყოლია. სამაგიეროდ, თურქებმა იხეირეს. თუ შეხვედრის არბიტრმა ბუბა დაუშვილს მე-80 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში წესების დარღვევად არ ჩაუთვალა, ორი წუთის შემდეგ იგივე აღარ აპატია და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის გატანაც სელჩუკ ინანმა შეძლო.

მატჩის ბოლო წუთებზე გამოსარჩევი შეცვლაზე შემოსული თორნიკე ოქრიაშვილის საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმა იყო, რომელიც თურქთა მეკარემ ნახტომში მოიგერია.

საბოლოოდ 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ.

ამხანაგური მატჩი. ზალცბურგი, "რედ ბულ არენა".

საქართველო-თურქეთი 0:2

საქართველო: ლორია, ამისულაშვილი, კვირკველია, ლობჟანიძე, კანკავა, თარგამაძე, ხიზანიშვილი, კაშია, გელაშვილი, დვალიშვილი, კობახიძე

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

თურქეთი: გონენი, კორკმაზი, კოიბასი, ტორპაკი, კურტულუსი, შაჰინი, ალტინთოფი, სარარერი, პეკტემეკი, ტორე, თოფალი

მწვრთნელი: აბდულა ავჯი

გოლები: 0:1 ალტინთოფი (12), 0:2 შაჰინი (40), 1:2 თარგამაძე (52), 1:3 ინანი (82, პენ)

გაფრთხილებები: მჭედლიძე 90 - თორპაკი 79

მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)

zvigeni
გთხოვთ- თავი მოიკალით 11-ვემ-
gia
საქართველო-თურქეთი 0:2 ??????
dato
ჯაბა დვალი ნაკრებშიიიიიიიიი
valeri
მჭედლიძე აშკარად სჯობს დვალიშვილს რაც მეორე ტაიმში დაამტკიცა, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ვფიქრობ მაგან გაამწვავა თამაში.
arti
დვალისვილი არ დაგავიცყდეს თემოო.d,d,
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა