ბრიტანელი გერი კონერი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც სპეციალური კოსტიუმით იფრინა და პარაშუტის გარეშე დაეშვა მიწაზე
ბრიტანელი გერი კონერი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც სპეციალური კოსტიუმით იფრინა და პარაშუტის გარეშე დაეშვა მიწაზე.

ოქსფორდშირის საგრაფოს 42 წლის მაცხოვრებელი ვერტმფრენიდან გადახტა და დაახლოებით 730 მეტრი იფრინა, რის შემდეგაც წარმატებით დაეშვა სპეციალურად მომზადებულ საფარზე, რომელიც 18000 მუყაოს ყუთისგან შედგებოდა.

"ძალიან მოხერხებული და რბილი იყო! ყველაზე მთავარი ის არის, რომ სწორად გავთვალე ფრენის ტრაექტორია და საჭირო წერტილში მოვხვდი", - უზიარებდა ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს მფრინავი მამაკაცი.

ფრენის დრო სულ რაღაც 50 წამი იყო.

ამასთან, კონერის თან ჰქონდა პარაშუტი ექსტრემალური სიტუაციისთვის, მაგრამ რეკორდსმენი დარწმუნებულია, რომ ის ზედმეტი ტვირთი იყო.

"ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზანს მივაღწევდი. ვიცოდი, რომ ფრენა შემეძლო. ჩემი ილეთი ავიაციის ისტორიაში შევა. ვიცი ბევრი ფიქრობს, რომ უბრალოდ არანორმალური ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილი კომპლიმენტია", - ამბობს გერი.

თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, კონერი ოსტატობას იტალიისა და შვეიცარიის მთებში ხვეწდა.

პირველი ნახტომი ბრიტანელმა ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში განახორციელა და მას შემდეგ ცის დაპყრობა მისი მოწოდება გახდა. სულ კონერის 1500 საჰაერო ილეთი აქვს შესრულებული. გერი კასკადიორად მუშაობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ინდიანა ჯონსი" და "ბეტმენი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა