ჭიდაობის ხარისხი მაინც ვერ იყო ისეთი, ამ ბიჭებმა უცხოეთში წარმატებით რომ იასპარეზონ
ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა შიდა სარეიტინგო ტურნირი, რომელშიც, ძირითადად, ეროვნული ნაკრების სათადარიგო წევრები მონაწილეობდნენ.

ლიდერთა არყოფნაში შეჯიბრების შედარებით დაბალი დონე მოსალოდნელიც იყო და სანახაობრივად ბევრს არაფერს ველოდით, მაგრამ ამ შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში ქართულ სპორტში დამკვიდრებული ცუდი ტენდენცია - ლიდერებსა და მათ კონკურენტებს შორის კლასში ძალიან დიდი სხვაობაა.

მონაწილეთა შორის ბევრი ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი იყო, ან - იმ გუნდიდან ახლო ხანებში გადმოსული; ბევრს თვით ეროვნულშიც საკმაო გამოცდილება აქვს, თუმცა ჭიდაობის ხარისხი მაინც ვერ იყო ისეთი, ამ ბიჭებმა უცხოეთში წარმატებით რომ იასპარეზონ.

კვარცხლბეკი

81 კგ. 1. ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-თიანეთი), 2. ვახტანგ სარაჯიშვილი (კახეთი), 3. ზაზა დავაძე (ქვემო ქართლი), ვალერი გუგავა (თბილისი).

90 კგ. 1. ზვიად გოგოჭური (აჭარა), 2. ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა-თიანეთი), 3. რევაზ წულუკიძე (აჭარა), დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი).

100 კგ. 1. მიხეილ ნარიმანიძე (კახეთი), 2. ბექა ბერძენიშვილი, 3. ონისე ბუღაძე (ორივე - თბილისი), ვალერი ჟორჟოლიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი).

+100 კგ. 1. ლევან მატიაშვილი (თბილისი), 2. სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი), 3. უშანგი კოკაური (შიდა ქართლი), ვახტანგ ზოიძე (აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად