საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბოსნიასთან მატჩში გამარჯვების იმედი აქვს
25 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში პირველ მატჩს ბოსნიელ თანატოლებთან გამართავს.

მატჩის წინ ჩვენი 19-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"როგორც იქნა, სრული შემადგენლობა შეიკრიბა და ძალიან მიხარია, რომ სხირტლაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ბიჭები მთელი სერიოზულობით ემზადებიან. გავალთ მოედანზე და ვეცდებით, ჩვენი საფეხბურთო პრინციპები ბოლომდე დავიცვათ. იმედია, ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.

თეორიულ მეცადინეობაზე მთელი გუნდი შევიკრიბეთ. არა მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები, არამედ ყველა - ექიმი, მასაჟისტი, ადმინისტრატორი... და საინტერესო საუბარიც გვქონდა.

ბიჭებმა უნდა იგრძნონ და იცოდნენ, რომ ერთი გუნდი ვართ და ჩვენს უკან საქართველოა. ახლობლები, მეგობრები და გულშემატკივართა დიდი არმია ელოდება ჩვენგან კარგ თამაშს და წარმატებას. ამას ყოველდღე ვუმეორებ ფეხბურთელებს.

სადებიუტო მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ცხოვრებაშიც ასეა - როგორც დაიწყებ საქმეს, მერე ისე გაგრძელდება.

ასე რომ, იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ და ასე გავალთ ბოლომდე", - განაცხადა ოთარ კორღალიძემ.

ასევე იხილეთ

U19. საქართველი VS ბოსნია - ევროპის ფინალურ ეტაპზე გასვლის ფიქრით

zuzu
"ზვიგენ" გასკდი ბოღმისგან! პირველი შეხვედრა მოვიგეთ!
zuzu
ზვიგენი ხარ თუ ლიფსიტა რა Fულებზე ლაპარაკობ?თუ ამბობ უნდა დადო კიდეც დოკუმენტი და დაასაბუთო,რომ კორღალიძე კორუმპირებულია...თუ არა და ჭორიკანა დედაკაცს ემსგავსები!!!
zvigeni
ოთარ ბიჭო ფულის აგებას დაანებე თავი?
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს