ლივერპულის თამაშის შემყურე კრიკეტის ანგარიშით გამარჯვებას ველოდიო, თქვა ალექს ფერგიუსონმა...
პრემიერლიგა იმითაც არის საინტერესო, რომ იქ, დრამატიზმითა და ინტრიგებით სავსე ცხოვრება არასდროს მთავრდება. ამ კოლორიტულ სამყაროში არასდროს ცხრება ინტრიგა. ეს შესავალი კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კვირას, "ოლდ ტრეფორდზე" "ლივერპულის 3:2 ძლევა არ იკმარა და დამარცხებულ მეტოქეს მწარე სიტყვაც მიაყოლა, ეგ თქვენი ფერნანდო ტორესი მატყუარააო. კერძოდ ფერგიმ ბრძანა:

"ეპიზოდი კიდევ ვნახე და ჩანაწერში აშკარად გამოჩნდა, რომ ტორესი თაღლითობს. ის ცდილობს მსაჯს ჩვენი ფეხბურთელი გააძევებინოს".

ალბათ, მიხვდით რომელ ეპიზოდზეც არის ლაპარაკი. ჯონ ო"შიმ ტორესი საჯარიმოს მისადგომებთან წააქცია (ყოველ შემთხვევაში მსაჯმა ჰოვარდ ვებმა ასე მიიჩნია) რისთვისაც დაინიშნა ჯარიმა რომლიდანაც სტივენ ჯერარდმა ანგარიში გაათანაბრა. ამ ეპიზოდში მერსისაიდელთა ესპანელი ფორვარდი თითქოს მეკარესთან პირისპირ შედიოდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ვებმა გასაძევებელი ფეხბურთელი დაინდო - ყვითელი აკმარა, მაგრამ საკუთრივ ლივერპულელების მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა თქვა, რომ ო"ში მოედნიდან გასაგდები არ იყო:

"ჩემი ადგილიდან მომენტი ასე შევაფასე: ჯარიმა იყო, თუმცა ფეხბურთელის გაძევება არ იყო საჭირო".

შეგახსენებთ, რომ დრამატულ შეხვედრაში მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ, ტორესმა ჯერ ჯონი ევანსთან ორთაბრძოლაში მოინადირა პენალტი (რომელიც ასევე ჯერარდმა გაიტანა), ექვსი წუთის შემდეგ კი ზემოთ აღწერილი ამბავი მოხდა და ანგარიშიც გაიქვითა. მანჩესტერელთა გასახარად, ამ დღეს მათი ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი იყო შეუჩერებელი - მან ჰეთ-თრიქი შეასრულა და "ოლდ ტრეფორდზე" სამი ქულა დატოვა.

ფერგიუსონმა დასძინა: "როდესაც 2:0 დავწინაურდით მეგონა საბოლოოდ კრიკეტის ანგარიშით მოვიგებდით, ჩემთვის ვფიქრობდი, ალბათ, ათს გავიტანთ, მეთქი. შემდეგ, როდესაც 2:2 გახდა და შეიქმნა საფრთხე, რომ თამაში ასეც დასრულდებოდა, თავი ბოროტი დაცინვის ობიექტად ვიგრძენი. ანგარიში რომ გათანაბრდა "ლივერპულს" შეეძლო მომენტის დაჭერა და უპირატესობის ჩაგდება, მაგრამ ამ გუნდმა ვერაფერი შემოგვთავაზა. ხომ ასე იყო? ისინი თანამსაჯის გადაწყვეტილებების იმედად იყვნენ".

კოლეგის პასუხად ჰოჯსონმა თქვა: "ჩვენი თამაშის ასე ძალიან დაკნინება სწორი არ მგონია, თუმცა მოდი, ყველამ თქვენებურად განსაჯეთ. პირადად ჩემი აზრით ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ფრეს ვიმსახურებდით".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"