ქართველი ცენტრალური მცველის "სევასტოპოლს" უკრაინის უმაღლეს ლიგამდე ნაბიჯიღა აშორებს
უკრაინული "სევასტოპოლის" ქართველ ცენტრალურ მცველს მათე ღვინიანიძეს დიდი და ამასთან, საფუძვლიანი იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს.

პირველი ლიგის ბოლოსწინა ტურში მისმა გუნდმა უშუალო მეტოქეს ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 2:1 სძლია და სატურნირო ცხრილში მეორე, უმაღლესში გამსვლელ ადგილზე აინაცვლა.

ახლა მათეს გუნდს მიზნის მისაღწევად ბოლო ტურში უმოტივაციო "ბუკოვინასთან" გამარჯვება სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ზაპოროჟიელებთან თამაშამდე ღვინიანიძეს მიკროტრავმის გამო ორი შეხვედრა გაუცდა. ტკივილები სრულად ჯერაც არ გაქრობია, თუმცა "მეტალურგთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოედანზე მაინც დაბრუნდა და შეხვედრა სრულადაც ჩაატარა.

თამაშის შემდეგ ჩვენებურთან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

- მათე, რას იტყვი თამაშზე? როგორი იყო ის დაძაბულობის, წნეხის მხრივ?

- ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს თამაში სეზონში ლამის უმთავრესი იყო. ჩვენი კონკურენტები ერთი ქულით გვისწრებდნენ და ამიტომ გუნდში არავის სჭირდებოდა მისი მნიშვნელობის შეხსენება.

მოედანზე ამჯერადაც ისეთივე საბრძოლო განწყობით გავედით, როგორც სხვა მატჩებში. გამოვავლინეთ ხასიათის სიმტკიცე და ვფიქრობ, დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

შეხვედრა რთული გამოდგა, რადგან მეტოქე უბრძოლველად არაფრის დათმობას აპირებდა - თავიდანვე იცოდა, რომ აქ შოკოლადებითა და კანფეტებით არ დავხვდებოდით და ბრძოლა გაგვიჩაღა.

"საკადრისი" დახვედრა ჩვენმა გულშემატკივრებმაც მოუწყვეს, რომლებიც სხვა გუნდების ქომაგს არ ჰგვანან... მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

- მიკროტრავმით ითამაშე?

- დიახ, პრობლემა მართლაც მქონდა ფეხზე, მაგრამ ისეთი თამაში იყო, ტკივილი არ მიგრძვნია. ვიცოდი, რომ ჩემს უკან ჩვენი - "სევასტოპოლის" კარი იყო. საკუთარი თავი ჯერ კიდევ თამაშამდე ისე განვაწყე, რომ უნდა მეთამაშა, მიუხედავად ყველაფრისა! კარგად ვიცოდი "სევასტოპოლის" დაცვის ხაზისთვის რაოდენ საჭირო ვიყავი და მიუხედავად პრობლემებისა, იმდენად ძლიერი იყო ემოციები, რომ ტკივილისთვის ყურადღება სულ არ მიმიქცევია.

- გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ ხომ არ მოეშვება?

- არა! თამაშის შემდეგ გასახდელში კლუბის ხელმძღვანელობა გვესტუმრა და გვითხრა, რომ დასრულებული ჯერ არაფერია და მოდუნება არაფრით შეიძლება, წინ კიდევ ერთი მატჩია - არანაკლებ მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ.

დიახ, ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა მთავარია, სწრაფად განვეწყოთ მომავალი თამაშისთვის და სამი ქულა ავიღოთ.

baraq
აი ცენტრალურ მცველს რო ეძებთ ნაკრებში. ეს ბიჭი ბუნდესლიგაში თამაშობდა, ახლაც მაღალ დონეზე თამაშობს და დაუძახოს ერთხელ ვინმემ. კაი კაცი ხარ მათე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის