დი ნატალეს განცხადება კარიერის დასრულების შესახებ, უდინეში ლამის ტრაგედიად აღიქვეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტოტოს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ

განვლილ სეზონში თუ ვინმე გამოირჩა "უდინეზეს" შემადგენლობაში, ისევ და ისევ ანტონიო დი ნატალე გახლავთ - გამოცდილმა ფორვარდმა ჩემპიონატი ბომბარდირთა შორის დაასრულა და ის, რომ ფრიულელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს, დიდწილად სწორედ ტოტოს დამსახურებაა.

შესაბამისად, დი ნატალეს განცხადება კარიერის დასრულების შესახებ, უდინეში ლამის ტრაგედიად აღიქვეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტოტოს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

აქტიურობენ გულშემატკივრები, "უდინეზეს" ფეხბურთელები და რაც მთავარია, კლუბის მესვეურები - აი, რას ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში "უდინეზეს" პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო:

"დი ნატალე "უდინეზეს" ლეგენდაა და მასთან განშორება ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზრი შევაცვლევინოთ და ფეხბურთში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დავტოვოთ.

ტოტო იტალიის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზეა, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და დღეს, ამ თემაზე მასთან საუბარი არასწორი იქნება - დასრულდება ევროფორუმი და მას აუცილებლად შევხვდები, რათა აზრი შევაცვლევინო.

ვნახოთ, დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ანტონიოსთან ერთად გავიდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"