BBC Scotland-მა დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა, სადაც ნათელს ჰფენს იმ ფინანსურ სქემებს, რომელთაც 2001-დან 2010-მდე "რეინჯერსის" ხელმძღვანელობა იყენებდა
ტელეარხმა BBC Scotland-მა ოთხშაბათს ეთერში გაუშვა ხანგრძლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი სახელად "რეინჯერსი: კაცები, რომლებიც მაისურებს ყიდიდნენ".

ავტორი ნათელს ჰფენს იმ ფინანსურ სქემებს, რომელთაც 2001-დან 2010-მდე "რეინჯერსის" ხელმძღვანელობა იყენებდა. ამ სქემაში ჩართულები იყვნენ არამხოლოდ გლაზგოური გრანდის, არამედ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი კემპბელ ოგილვი.

უკანონო საქმიანობის შედეგად ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი კლუბის ყოფილმა მფლობელმა სერ დევიდ მიურეიმ ნახა. მას ეკუთვნოდა კომპანია "მიურეი გრუპი" და ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული შვილობილი კომპანიები "მიურეი გრუპ რემუნერეიშეინ ტრასტი" და "მიურეი ინტერნეიშენელ ჰოლდინგსი". კონკრეტულად მიურეის მოგებამ 6,3 მილიონი ფუნტი შეადგინა და ეს თანხა ფინანსურ დოკუმენტაციაში არსად არ არის დაფიქსირებული.

9 წლის განმავლობაში მსგავსი საქმიანობის წარმოებით მიღებული შემოსავალი 85 ადამიანს, მათ შორის კლუბის თანამშრომლებს, სამწვრნელო შტაბის წევრებსა და ფეხბურთელებს ხვდათ წილად.

სერ დევიდ მიურეის არაერთხელ უარუყვია სატრასტო ფონდებთან თანამშრომლობის პრაქტიკა, მაგრამ ჟურნალისტების მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ფაქტები აშკარას ხდის, რომ ის ნამდვილად იტყუებოდა.

გახმაურდა კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი: "რეინჯერსმა" 2001 წელს გრემ სუნესს 30 ათასი ფუნტი გადაუხადა და რამდენიმე კვირაში "ბლექბერნის" თავკაცმა "პროტესტანტებისგან" თურქი ნახევარმცველი თუგაი ქერიმოღლუ შეიძინა.

როგორც ფილმიდან ჩანს, თავის დროზე ქერიმოღლუს ტრანსფერით საგადასახადო სამსახურებიც დაინტერესდნენ, საქმეც აღიძრა, მაგრამ გამოძიებამ "რეინჯერსს" ვერაფერიც ვერ დაუმტკიცა. მათ შორის, ვისაც დამატებითი ანაზღაურება მიუღია, არიან "რეინჯერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელები ალექს მაკლიში და პოლ ლე გენი, ასევე ფეხბურთელები ბარი ფერგიუსონი და რონალდ ვატერეუსი.

კლუბისგან სერიოზული "შავი თანხები" მიიღეს სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ჯონ მაკლელანდმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ბეინმა.

ზემოთაც ვთქვით, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო სიაში შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის კემპბელ ოგილვის მოხვედრა. მას კლუბისგან 100 ათასი ფუნტი აქვს ამ გზით ნაშოვნი. ის თავის დროზე "რეინჯერსის" აღმასრულებელი დირექტორი იყო.

შოტლანდიური პრესა დღე-დღეზე ელოდება ასოციაციის პირველი პირის განცხადებას გადადგომის შესახებ.

ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ზემოთ ხსენებული დოკუმენტური ფილმი ეთერში გავიდოდა, შოტლანდიის ფეხბურთის ლიგამ გამოძიება დაიწყო "რეინჯერსის" უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით და კლუბს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა.

უკვე თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, მაგრამ "რეინჯერსს" არაფერიც არ წარმოუდგენია. ლიგის წარმომადგენელთა თქმით, თუკი კლუბი მომავალშიც არ შეასრულებს მითითებებს, მას ჯერ არნახული სანქციებით დასჯიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...