როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი თანამდებობიდან გადადგა...

ამის შესახებ ხაბულიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ძიუდოს ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა გახდა.

როგორც ხაბულიანმა აღნიშნა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიღო.

"2 თვის წინ შეგნებულად გავედი შვებულებაში და ამის მიზეზი ძიუდოს ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა გახდა. მე უფლებამოსილება და კაბინეტი ვიცე-პრეზიდენტს გადავაბარე და შვებულებაში გავედი. ჩემი გადადგომა ტოკიოში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება. გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბევრად უფრო ადრე მივიღე", - აღნიშნა ხაბულიანმა.

მისივე თქმით, მთელი პასუხისმგებლობა ტოკიოში ირაკლი ცირეკიძის ინციდენტზე ნაკრების უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ამირან ტოტიკაშვილს არ უნდა დაკისრებოდა, რადგან იგი თავისი საქმის პროფესიონალი.

დილარ ხაბულიანის გადადგომას ტოკიოში მომხდარ ინციდენტს არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი უკავშირებს. როგორც ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ დილარ ხაბულიანმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გააფრთხილა.

"დღევანდელ შეხვედრაზე დილარ ხაბულიანმა განაცხადა, რომ იგი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდებოდა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელისა და მწვრთნელთა კორპუსის გადაყენება ტოკიოში მომხდარ შემთხვევას მართლაც უკავშირდება, თუმცა დილარ ხაბულიანის გადადგომას ამ ინციდენტთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა ვარძელაშვილმა.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა თანამდებობა 18 სექტემბერს დატოვა. მიზეზი ტოკიოში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომლის დროსაც, საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო გამოეთიშა.

ამასთან, ხაბულიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას 18 სექტემბერს გამართულ ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე შოთა ხაბარელი ითხოვდა.

IPN

დათო
ვინ არის დილარ ხაბულიანი? სვანეთის სირცხვილი!!!!! რამდენ მთავრობას ემსახურება!!!! უწიგნურია და უნამუსო!!! ამდენ ხანს იყო გასაგდები!!!
მისტერ
მართლაც,რომ მოშორდა...
eju
დგევანდელ გადადგომასთან მიძღვნილი http://www.myvideo.ge/?video_id=194768
giorgi
DOLAR ხაბულიანის მოსახსნელად დაგვჭირდა ცირეკიძის გაპამპულება? არა მგონია მარდო დოლარას ამბავი იყოს. მაგ ფედერაციაში დიდი ხანია ქაქის სუნი ტრიალებს და თუ არ ეშველა, ფეხბურთელების ბედი უწერიათ... არადა მშიერ-მწყურვალები უფრო კარგად ჭიდაობდნენ ბიჭები... - ინფორმაცია განსჯისთვის!!!!
gio
როგორც იქნა მოშორდა დიდი ჭირი ქართულ ძიუდოს
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა