27 მაისს სეზონში "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა იწყება
კვირას, 27 მაისს იწყება სეზონში "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველი ნომრისკენ, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისკენ იქნება მიპყრობილი.

საქმე ისაა, რომ წარმატების შემთხვევაში, ნოვაკი გახდება პირველი ჩოგბურთელი ბოლო 43 წლის განმავლობაში, ვინც ზედიზედ მოიგებს "დიდი სლემის" ოთხივე ჩემპიონატს.

სერბისთვის ხელის შეშლას შეეცდება რაფაელ ნადალი, რომელსაც როლან გაროსზე თავისი გეგმები აქვს - ესპანელი შეიძლება გახდეს პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც პარიზულ ტურნირს შვიდჯერ მოიგებს.

ბოლოს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი მიყოლებით ლეგენდარულმა ავსტრალიელმა როდ ლეივერმა მოიგო - 1969 წელს მან ერთ სეზონში მოახერხა ამის გაკეთება. მას შემდეგ, მამაკაცთა ჩოგბურთში ამგვარი მიღწევა არავის ჰქონია. და გამორიცხული არ არის, რომ ორი კვირის შემდეგ ამ ტიტულების გამაერთიანებელი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდეს.

გასაგებია, რომ მისი მიღწევა ოფიციალურად არ ჩაითვლება "დიდ სლემად", რადგან ამისთვის ოთხი დიდი ტურნირის ერთ სეზონში მოგებაა საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯოკოვიჩს უნიკალური შედეგის მიღწევა შეუძლია, რადგან მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან ბიორნ ბორგი, ივან ლენდლი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სხვები...

თავად ჯოკოვიჩი აღიარებს, რომ ტიტულების გაერთიანების პერსპექტივა ძალიან ხიბლავს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ძირითად ფავორიტად არა საკუთარ თავს, არამედ რაფაელ ნადალს მიიჩნევს.

სხვათა შორის სერბის მოსაზრებას იზიარებენ ბუკმეიკერებიც. მაგალითად, საბუკმეიკერო კანტორა William Hill-მა ნადალს მოგებაზე 1.83 კოეფიციენტი დაუწერა, ჯოკოვიჩის სავარაუდო ტრიუმფზე ფსონი 3.0-ს შეადგენს.

"ცხადზე ცხადია: გრუნტზე რაფა კვლავ რჩება მსოფლიოს უძლიერეს მოთამაშედ. უბრალოდ დააკვირდით, როგორ თამაშობდა ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, - აღნიშნა სერბმა ჩოგბურთელმა. - დიახ, ფედერერს თავისუფლად შეუძლია ისევ გამოიჩინოს თავი, როგორც ეს გასულ წელს ნახევარფინალში ჩემს წინააღმდეგ გააკეთა. მაშინ მან ფანტასტიკური თამაში აჩვენა".

რაფაელ ნადალს მართლაც გამოსდის წელს გრუნტის სეზონი. ესპანელმა, როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გააკეთა შარშანდელი კოშმარის შემდეგ, როცა ყველა ფინალი წააგო ჯოკოვიჩთან. რაფამ მოუნახა გასაღები ნოვაკის თამაშს. ამის წყალობით, როლან გაროსს ის გრუნტზე სამი ტიტულით ხვდება, თანაც ორჯერ მან მასტერსების ფინალში სწორედ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

"მართლაც ვგრძნობ, რომ ახლა ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ვთამაშობ ისე, როგორც საჭიროა, თანაც მომატება შემიძლია. ეს ძალიან გამომადგება როლან გაროსის მსვლელობისას", - აღნიშნა ნადალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე