ფორმულა 1-ის დირექტორთა საბჭომ Formula One Group-ის ახალ პრეზიდენტად პიტერ ბრაბეკ-ლეტმატი აირჩია
25 მაისს, მონაკოს გრანპრის პადოკებში განაღმვის სპეციალისტები გამოიძახეს. რბოლის ორგანიზატორებს საეჭვოდ მოეჩვენათ პატარა თეთრი ყუთი, რომელიც პადოკის ერთ-ერთ შესასვლელში იყო დატოვებული.

პოლიციელებმა მედიაცენტრის წინ ალყა შემოარტყეს პატარა მოედანს პლასტიკური ყუთის საკონტროლო აფეთქების განსახორციელებლად.

ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების ჯგუფი ამ პროცესს უსაფრთხო ადგილიდან ადევნებდა თვალს. მას შემდეგ, რაც აფეთქება განხორციელდა, გაირკვა, რომ ყუთში რამდენიმე ელექტროკაბელი იყო მოთავსებული.

100 მილიონი ლუისისთვის

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "მაკლარენი" მზად არის შესთავაზოს ახალი კონტრაქტი ლუის ჰემილტონს. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ბრიტანელი პილოტის წლიური ხელფასი 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

კონტრაქტი ხუთწლიანია და შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ლუისი 100 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ჰემილტონის მოქმედი კონტრაქტი "მაკლარენთან" ამა წლის ბოლოს იწურება.

27 წლის პილოტი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ ამბობდა, რომ არ აპირებს გუნდის შეცვლას, მაგრამ, როგორც ჩანს, "მაკლარენის" ხელმძღვანელობა თავს იზღვევს და უკვე ზრუნავს ბრიტანელის შენარჩუნებაზე.

ადრე ავსტრიული გამოცემა "ბლიკი" იტყობინებოდა, რომ "მაკლარენი" ჰემილტონის ხელფასის ორჯერ შემცირებას აპირებდა.

კიმის რალიზე არა უთხრეს

ფრანგული საჯინიბოს - "ლოტუსის" შეფმა ერიკ ბულიემ ოფიციალურად აუკრძალა თავისი გუნდის ფინელ წევრს კიმი რაიკონენს რალიში მონაწილეობა.

როგორც ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, სკანდინავიელმა ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთთვიანი პაუზისას ფინეთის რალიში გამოსვლის სურვილი გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ კიმის კლასიკურ რალიში გამოსვლის ორწლიანი გამოცდილება აქვს, მას თავის განზრახვაზე უარის თქმა მოუწევს.

"დღეს დილით მოვილაპარაკეთ კიმისთან. მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდის ყოფილ წევრს რობერტ კუბიცას შეემთხვა, რაიკონენის კონტრაქტი მას რალიში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. გუნდი არ მისცემს კიმის ამის უფლებას. მას კარგად ესმის სიტუაცია და ეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას. ასე რომ, საკითხი დახურულია", - ამბობს ბულიე "ავტოსპორტთან" კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ რალიში რაიკონენის საუკეთესო შედეგია - 2010 წელს თურქეთის ეტაპზე მეხუთე ადგილი, აგრეთვე გერმანიის რალიში ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის მოგება.

დიდი ცირკის ახალი პრეზიდენტი

25 მაისს, მონაკოში გაიმართა ფორმულა 1-ის დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელსაც რამდენიმე გუნდის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სხდომის თავმჯდომარე იყო პიტერ ბრაბეკ-ლეტმატი - კონცერნ "ნესტლეს" პრეზიდენტი და რამდენიმე წამყვანი ევროპული კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი.

ამ სხდომაზე ფორმულა 1-ის დირექტორთა საბჭომ Formula One Group-ის ახალ პრეზიდენტად სწორედ ბრაბეკ-ლეტმატი აირჩია.

67 წლის ავსტრიელს მყარი საქმიანი კავშირები აქვს საინვესტიციო ფონდ CVC-სთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფორმულა 1-ის აქციათა ნაწილი შეიძინა.

ევროპული პრესა სწორედ ბრაბეკ-ლეტმატს მიიჩნევს "სამეფო რბოლების" მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის მემკვიდრედ.

ჩემპიონები ბანგკოკში მიდიან

საიუბილეო, 25-ე "ჩემპიონთა რბოლა", რომელიც ტრადიციულად ხურავს საავტომობილო სეზონს, წელს მეორედ ისტორიაში ევროპის ფარგლებს გარეთ გაიმართება.

ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ 25 მაისს ორგანიზატორებმა დაასახელეს რბოლის ჩატარების ადგილი - ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის სტადიონი "რაჟამანგალა". ეს არენა 50 ათას მაყურებელს იტევს.

ბოლო წლებში "ჩემპიონთა რბოლა" იმართებოდა პარიზში (2004-06), ლონდონში (2007-08), პეკინში (2009) და დიუსელდორფში (2010-11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა