საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში პლე იფის გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში პლე იფის გადამწყვეტი მატჩების დროც დადგა.

ელიტარულ, პირველ დივიზიონში ჩემპიონობისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ამათაგნ ორი, "ტულუზი" და "კლერმონი" პირდაპირ ნახავრაფინალში გავიდნენ, რადგან რეგულარული გათამაშება პირველ-მეორე ადგილებზე დაამთავრეს.

"მონპელიეს", "კასტრს" და "ტულონს" კი ნახევარფინალში გასასვლელად შესარჩევი ეტაპის დაძლევა მოუწევთ.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, მეხუთეადგილოსან მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" დაუპირისპირდება.

თამაში კასტრში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამ შეხვედრისადმი ქომაგების ინტერესი იმდენად დიდია, რომ ტულუზში გადაიტანეს.

კასტრელები ეცდებიან, შარშან ამავე ეტაპზე განცდილი მარცხის გამო რევანში აიღონ. მაშინ "მონპელიემ" მეტოქეს სტუმად სძლია - 18:17.

წელს "კასტრი" შარსანდელზე ბევრად უკეთ გამოიყურება. ფეიქრიშვილმა და კომპანიამ მონპელიელები ორჯერ დაამარცხა - სტუმრად 21:16 და შინ 27:18.

ნომინალურ სტუმრებს შემადგენლობაში ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ. ცხრა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს 19 წლის ერიკ ესკანდე, რადგან ძირითადი ცხრა ნომერი ჟულიენ ტომა დაშავებულია.

"ახალგზარდა მორაგბეს უმძიმესი გამოცდა ელის. მას გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და, ვფიქრობ, ასეთ უმნიშვენელოვანეს მატჩში ასპარეზობა ძალიან გაუჭირდება. ვცდილობ ამ თემაზე ბევრი არ ვილაპარაკო. რა უნდა ვქნათ?. სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია", - თქვა "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ.

"კასტრის" იმედი კი ფულბეკი რომენ ტულეა, რომლიც მსოფლიოს რეკორდსმენია. მან 11 წლის განმავლობაში ერთადერთ კლუბში ითამაშა და 3 017 ქულა დააგროვა. ტულე ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია მსოფლიოში.

ჩვენებურთაგან ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ მონპელიელები, გორგოძე და ჟღენტი, ნარიაშვილი, შველიძე და ფეიქრიშვილი განაცხადში არ არიან.

"კასტრსა" და "მონპელიეს" შორის გამარჯვებული ნახევარფინალში სტუმრად დაუპირისპირდება დავით ზირაქაშვილის "კლერმონს".

ნახევარფინალის მეორე შესარჩევ მატჩში დავით ქუბრიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა, შინ შეხვდება მეექვსეადგილოსან პარიზულ "მეტრო რასინგს".

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამ გუნდებს მსგავსი ისტორია აქვთ. ორივე თითქმის ერთდროულად გადაბარგდა მეორე დივიზონიდან პირველში, ორივეს საკმაოდ მდიდარი პატრონი გამოუჩნდა და, შესაბამისად. ორივე მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

"ტულონს", გარდა იმისა, რომ საკუთარ მოდანზე თამაშობს, სხვა უპირატესობაც აქვს. მასპინძლებმა პარიზულ გუნდს ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში აჯობეს, პირველ წრეში ტულონელებმა სტუმრად მოიგეს - 16:9, მეორეში კი შინ 12 ქულის სხვაობით 32:20 დაამარცხეს. ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ "ტულონს" შინ სექტემბრის შემდეგ არ წაუგია.

ერთი კვირის წინ ჩვენებურთა ამ გუნდმა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ფინალში ბასკურ "ბიარიცთან" წააგო.

"გვინდოდა ლონდონიდან თასით ხელდამშვენებულნი ჩამოვსულიყავით. "ტულონს" ბოლო 20 წელიწადია არაფერი მოუგია და ვფიქრობ, ეს დიდი საჩუქარი იქნებოდა ჩვენი ერთგული ქომაგებისთვის.

დარწმუნებული ვარ, პლეი ოფში წარმატებით ვიასპარეზებთ. ხანდახან იმისთვის, რომ განვითარდე, ასეთი მარცხიც სასარგებლოა. დასანანია, ფინალში რომ წავაგეთ, მაგრამ მჯერა, რომ მომავალ შეხვედრებში ბევრად უკეთ ვიასპარეზებთ და "ტულონის" ისტორიაში ახალ, წარმატებულ ფურცელს ჩავწერთ", - თქვა გუნდის ინგლისელმა ლეგიონერმა სტეფან არმითიჯმა.

ტულონელები თითქმის საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებენ. გუნდში მობრუნდნენ ტრავმირებულები, ბაკის ბოთა, საიმონ შოუ და მარტინ ფერნანდეს ლობე. გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა, პირველხაზელები დავით ქუბრიაშვილი და ლევან ჩილაჩავა.

"ტულონი" გამარჯვების შემთხვევაში სტუმრად დაუპირისპირდება აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზს".

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო" ნეიტრალურ მოედანზე "მონ დე მარსანს" დაუპირისპირდება.

ჩვენებურთა გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

გადამწყვეტი ბრძოლები ტულუზსა და ტულონში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად