დიმიტარ ბერბატოვს გასული კვირა ცხოვრებაში არ დაავიწყდება, მან "ლივერპულს" სამი გოლი გაუტანა...
დიმიტარ ბერბატოვს გასული კვირა ცხოვრებაში არ დაავიწყდება, მან "ლივერპულს" სამი გოლი გაუტანა და "მანჩესტერ იუნაიტედს" გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ეს დღე თურმე კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მისმა გოლებმა იგი და მისი თანაგუნდელები მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ცნობილი ღრიალისგან იხსნა - "იუნაიტედის" ლეგენდარული თავკაცის არანაკლებ ლეგენდარული ღრიალი ინგლისურმა პრესამ რა ხანია უკვე "თმის საშრობად" თუ ფენად მონათლა და როდესაც რომელიმე ბრიტანულ გაზეთში ამ სიტყვას გადააწყდებით, იცოდეთ, ფერგიუსონზეა ლაპარაკი.

ბულგარელმა ვარსკვლავმა თქვა: "როდესაც 2:0-ის მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაგვითანაბრა ჩვენ ვიცოდით, რომ თამაშის შემდეგ კარგი დღე არ დაგვადგებოდა... რასაკვირველია, "ლივერპულთან" თამაში ჩვენთვის საოცარი გამოდგა. ჩვენ კონკურენტი დავამარცხეთ და თან ჩემი ჰეთ-თრიკით. გასახდელში ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ახლა, სახლში გახარებული, ფართე ღიმილით მივდივარ, მაგრამ, ჩემი შვილებისთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საერთოდაც, ხვალ ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, შემდეგ კვირას კი მომდევნო შეხვედრა გვაქვს.

ვფიქრობ, რაც "იუნაიტედში" ვარ, ასე კარგად არ მითამაშია. ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან ასეთი მატჩები კიდევ მექნება. მინდა ყოველ შეხვედრაში უკეთ და უკეთ ვითამაშო და ბედიც ისევე მწყალობდეს, როგორც დღეს. თუმცა, ერთია: მომავალში, 2:0ის მერე 3:0 უნდა გავხადოთ".

შემდეგ ბულგარელ ფორვარდს იმ გოლზე ჰკითხეს მაკრატელა დარტყმით რომ გაიტანა. ბერბატოვმა უპასხა:

"მე ვერ ვხედავდი საით წავიდა ბურთი, მაგრამ როდესაც ტრიბუნების ხმა გავიგე, ყველაფერს მივხვდი. ლამაზი გოლი გამოვიდა, მაგრამ მართალი გითხრათ ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა, მთავარი ის არის, რომ გოლი გავიდა. გოლი იყოს და გინდა მაკრატელა დარტყმით გაგიტანია და გინდა კარის წინ ფეხი მიგიკრავს".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"