სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა 23 წლის მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა 23 წლის მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

25 მაისს შეჯიბრება დაასრულეს მოხმალავეებმა. შესანიშნავად იასპარეზა ბექა ბაზაძემ - ასპარეზობის 45 მონაწილეს შორის მან მე-3 ადგილი დაიკავა.

ბექამ ჯგუფურ ტურნირში 6-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო და მეთექვსმეტედფინალში აღმოჩნდა. აქ მისი მეტოქე იყო იუნიორებში გერმანელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მაქსიმილიან ქინდლერი.

პაექრობა დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. ქართველი მუშკეტერი შეხვედრას 13:14 აგებდა, მაგრამ ბოლო ორი წარმატებული შეტევის შემდეგ (15:14) მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მსგავსი ანგარიშით სძლია იტალიელ ფოჩინის.

მეოთხედფინალშიც აპენინელს დაუპირისპირდა. სბრადიამ ქართველს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 8:15 დამარცხდა. ეტყობა, ბექამ წინა პაექრობების მოგებას დიდი ენერგია შეალია, ნახევარფინალისთვის ძალების სრულად აღდგენა ვერ მოახერხა და იუნიორებში უნგრელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ სპრაზმარს 7:15 დანებდა.

ამ წაგების მიუხედავად, ბექა ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ასეთი წარმატება ქართულ ფარიკაობას 25 წელიწადია, არ ჰქონია.

რაც შეეხება ბარტისლავაში გამართულ ფინალურ პაექრობას, სპრაზმარმა რუსი მაქსიმილიან პალოკი 15:7 დაჯაბნა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან