სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ასაკობრივი თუ ეროვნული გუნდების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა
25 მაისს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ასაკობრივი თუ ეროვნული გუნდების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას და მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას მიეძღვნა.

პრესკონფერენციას სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი უძღვებოდა, რომელმაც სეზონი ასე შეაფასა:

"ევროპის პირველობაზე წასვლამდე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სამივე ასაკში და შეირჩნენ ნაკრების კანდიდატები. მათ ჩაუტარდათ ყველა შეკრება - ფიზიკურიც და ლეიბზეც, რაც საჭირო იყო კონტინენტის პირველობაზე წარმატებით გამოსასვლელად.

ჭაბუკებმა 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს, ახალგაზრდებმა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. გუნდურში ჭაბუკები პირველზე გავიდნენ, ახალგაზრდები - მეორეზე.

ამას ემატება უფროსთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წინა უქმეებზე დამთავრდა მოსკოვში. ძალიან დიდი ზეწოლა იყო მსაჯების მხრიდან და შეიძლება ითქვას, ორი ფინალი წაგვაგებინეს.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ბესო ბერულავას მარცხი იყო 74-ის ფინალში. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მაინც მოვიპოვეთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგოების გამოსვლა - ირინა ლეონიძე 82 კილოგრამში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, შორენა შარაძე კი 64-ში მესამეზე გავიდა.

მთლიანობაში ევროპის პირველობებზე სამივე ასაკში 7 ოქრო, 11 ვერცხლი და 6 ბრინჯაო ანუ ჯამში 24 მედალია მოპოვებული, რასაც ქალთა მედლებიც ემატება. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მწვრთნელებსაც და სპორტსმენებსაც".

მოსკოვში გამართულ უფროსთა ევროპის ჩემპიონატზე უშანგი კუზანაშვილმა (57) და ნოდარ მეტრეველმა (+100) გაიმარჯვეს. გენადი ჩირგაძე (52), ლევან ნახუცრიშვილი (68), ბესარიონ ბერულავა (74) და ლეონიძე გახდნენ, მირიან პავლიაშვილი (100) და შარაძე კი მესამეზე გავიდნენ.

ჩვენი გუნდიდან უმედლოდ დარჩნენ ისეთი გამოცდილი ძიუდოისტები, როგორიც დავით ასუმბანი (62) და გიორგი ბაინდურაშვილი (82) არიან. ლიპარტელიანმა მსაჯობაზე უკმაყოფილება კი გამოხატა, მაგრამ არა ამ ორთან დაკავშირებით. პირიქით, აღნიშნა, რომ მათ მარცხს არბიტრებს ვერ დააბრალებს, ამ ბიჭებმა საკუთარი შეცდომებით წააგესო.

პრესკონფერენციაზე საგანგებოდ ისაუბრეს კუზანაშვილზე, რომელიც მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი. როგორც გვითხრეს, ეს თურმე სარეკორდო მაჩვენებელია ევროპაში. მართალია, რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ჰყავთ ტიტულოვანი ფალავნები, რომლებსაც მსოფლიოს პირველობა გაცილებით მეტჯერ მოუგიათ, მაგრამ ისინი ევროპაზე უმეტესად არ ჭიდაობენ და შანსს სხვებს აძლევენო, გვითხრეს.

პრესკონფერენციას თავად კუზანაშვილი არ ესწრებოდა, რა ცოტა გაგვიკვირდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თურმე ამ დროს "ქართული ოცნების" რიგებში შედიოდა.

მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად, კმაყოფილებით აღნიშნეს ის ფაქტი, რომ ოქროს მედლები მხოლოდ ოთხ ქვეყანაზე გადანაწილდა - რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო. შეაქეს მეტრეველიც, რომელიც პირველად ჭიდაობდა სამბოში, თან წონაც არ ჰყოფნის, თუმცა ყველაზე პრესტიჟულ წონაში მაინც გაიმარჯვა.

ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისზეც ილაპარაკა. ეს ტურნირი ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში 11-15 ოქტომბერს სოფიაში ჩატარდება, უფროსებში - 8-12 ნოემბერს მინსკში. პრეზიდენტის თქმით, გუნდები სექტემბრიდან მსოფლიოსთვის საგანგებო მზადებას შეუდგებიან, თუმცა მანამდე ჩვეულებრივ რეჟიმში ივარჯიშებენ და შეკრებასაც გაივლიან.

ლიპარტელიანის თქმით, საერთაშორისო შეჯიბრებებში ყველა კანდიდატი გამოიცდება და უცხოურ ტურნირებში 2-3 ფალავანი გამოცდება. ასე აარჩევენ მსოფლიოს პირველობაზე წასაყვან ხალხს.

ლიპარტელიანმა გამოთქვა იმედი, რომ იქაც ისეთივე წარმატებით გამოვალთ, როგორც - ევროპაზე.

ჩვენი კოლეგები სამბოს ოლიმპიური პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. ამაზე ლიპარტელიანმა მხოლოდ მოარულ ხმებზე დაყრდნობით გასცდა პასუხი - ამბობენ, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში ძიუდოს ხარჯზე სამბოს ერთი წონის შეტანას აპირებენ და თუ ასე მოხდა, ჩვენი სახეობისთვის ძალიან კარგი იქნებაო. ოღონდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ მოარული ჭორია, რომელიც გამართლდება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ სამბოს განვითარებას ოლიმპიადის პროგრამაში შეტანა ძალიან წაადგებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ!" - აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს