სანამ თემურ ქეცბაია იქნება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი, ლევან ყენია ნაკრებში არ ითამაშებს
სანამ თემურ ქეცბაია იქნება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი, ლევან ყენია ნაკრებში არ ითამაშებს - ეს ინფორმაცია 25 მაისს შევიტყვეთ და რა თქმა უნდა, ყენიას გერმანიაში დავუკავშირდით.

გელზენკირხენის "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა ეს ცნობა დაგვიდასტურა...

- ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, დახმარებას ველოდი და ისე გამოვიდა, რომ ხელი მკრეს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ გვერდში დამდგომოდნენ და ბოლო 15-20 წუთი მეთამაშა?!

- მძიმე პერიოდი გადაიტანე და ახალ გუნდში გადასავლელად ემზადები, ნაკრებში რამდენიმე წუთით თამაში სამომავლო ტრანსფერში დაგეხმარებოდა - ალბათ, ამას გულისხმობ...

- არამხოლოდ ახალ გუნდში გადასვლაშია საქმე. პირველი ნაკრების გარდა ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელად ვითვლები. არასდროს არაფერი მითაკილია, საქართველოს ნებისმიერ ნაკრებში მთელი სულითა და გულით ვთამაშობდი და ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ფორმა.

თემურ ქეცბაიას უთქვამს, ყენიას ფეხი ტკიოდა და მაგიტომ არ ვათამაშეო. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

- იქნებ მწვრთნელმა მატჩის მსვლელობის გამო არ ჩათვალა საჭიროდ შენი მოედანზე შეშვება...

- ანგარიში ჩვენ რომ წაგვეყვანა, რა თქმა უნდა, სულ სხვა ვითარება იქნებოდა. როცა ამხანაგურ შეხვედრაში უკვე 1:3-ს ვმარცხდებით, მაშინ მგონი შესაძლებელი იყო ჩემი მოედანზე შესვლა. ბოლოს და ბოლოს ვაგებდით და შეტევის გაძლიერება გვმართებდა.

ნაკრებში 15 წლის ასაკიდან ვთამაშობ და თავი არასდროს არ დამიზოგავს...

- თამაშის წინ თემურ ქეცბაისთან ხომ არ გქონდა საუბარი ამ თემაზე?

- ქეცბაიამ თამაშის წინ მითხრა, მზად არ ხარ, ფეხი გტკივაო. ქეცბაია ამხელა მწვრთნელია, კარგ და სერიოზულ გუნდებში უმუშავია და მისგან ასეთ პოზიციას არ ველოდი.

ტრავმიანობის გამო ორი წელი და ხუთი თვე გამიცდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა წნეხის გადატანა მომიხდა ფსიქოლოგიურადაც.

გერმანელი ექიმებიც სულ მამხნევებდნენ, თავდაჯერებას მმატებდნენ და მეუბნებოდნენ, უკვე ყველაფერი კარგად არისო, ქეცბაიამ კი პირიქით...

ისიც კი ვიფიქრე, მართლა ცუდად ხომ არ მაქვს ფეხი და საკუთარ თავს ხომ არ ვატყუებ-მეთქი.

- როგორც უნდა იყოს, მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს...

- შესაძლოა, არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ რა ვქნა, რაც მოხდა იმაზე თვალს ვერ დავხუჭავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს

ლევან ყენიას სანახავად ავსტრიაში რომის "ლაციოს" სკაუტები ჩადიან

საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს

david silva
ქეცბაიას ვეთანხმები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრეა ნაკრებში საჭირო და არააქვს მნიშვნელობა ყენიას არ ათამაშებს თუ გოგუას...ნაკრებს ყველამ პატივი უნდა სცეს ესეთი სიტუაცია რომარის იმიტომაა ერთხელაც რო ვერ გავედით ჯგუფიდან...გადავხედოთ სხვა ნაკრებებს მათზე უფრო სახელოვანი ფეხბურთელები არ მიყავთ ევროპაზე და მსოფლიოზე...
Qomagi
ქეცბაიას არ ვამართლებ, მაგრამ მგონია სწორად მოიქცა. ქართველ ფეხბურთელებს მეტი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი მაერთებთ. ერთი-ორი ფეხბურთელი ამინდს ვერ შექმნის ნაკრებში, ამ გაპიარებულმა ახალგაზრდებმა სერიოზული ვარაფერი შეძლეს, სულ ერთი რამ გვესმის: "მაგრები არიან ეს ბიჭებიო" რეალური შედეგი კი არ ჩანს.
beno
კარგიტ რა 15 ცუტი ტამაშს რა აზრი აქვს ლაციოს სკაუტებისტვის რა უნდა ენახატ 15 ცუტში ყენიასი სასცაულს ეგ ვერ ჩაიდენდა ბოლოსდა ბოლოს 2 წელზე მეტია არ უტამაშია სჯობს ბეჯიტად ივარჯიშოს ეგეტ გაბუტვებს და განცხადებების კეტებას კი მოეშვას მისტვის აჯობებს
Aleqsa
ეს ის შემთხვევაა როცა ქეცბაია მართალია, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა. მაინც უნდა მიეცა საშუალება ლევანისთვის რომ გამოსულიყო მოედანზე. თან მაშინ როცა ლაციოდან იყვნენ ჩამოსულები. უნდა გაეშვა მინდორზე და მერე უნდა დალაპარაკებოდა მკაცრად.
zaali
DAVID გეთანხმები. კაცს 2 წელი არ უთამაშია და პრეტენზია აქვს თამაშის. მოლდოვასთან (თუ არ ვცდები) ამხანაგურ თამაშში შემოიყვანა და გამოჩნდა, რომ ბიჭი აბსოლიტურად არ არის ფორმაში. საინტერესოა თავის გუნდში რომ არ ათამაშებდნენ, გამოუთქვამს პრეტენზია? არა ხო. მაშინ რა მოხდა ნაკრებში რომ არ ათამაშეს. აქ სხვისი ხელი ურევია. ღმერთმა ჯამრთელად ამყოფოს, მაგრამ ასე თუ გააგრძელა მისი კარიერა (არა მარტო სანაკრებო)დამთავრებულია.
dato
რა გაზრდაზეა ლაპარაკი???ეხლა თუ არ მიეცი შანსი,მერე ''ხრონწი'' ბებერი ვიღას უნდა.ამ ''სკაუტებსაც მობეზრდებათ და წადი თქვენი დედაცო;იტყვიან.
roma
მოასორეთ დვალიშვილი!
roma
ყენია ნამდვილად იმსახურებდა მინიმუმ 15 წუთს. ეს დვალიშვილი კიდე გადააშენეთ მართლა რა!გოგუაზე იზახოდა ვერაფერს ვერ შვრებაო და დვალიშვილმა ხომ დაგლიჯა მართლა მეტოქის კარის ბადეები...
კახა
ეხ თემური რა დგეში ჩააგდე ნაკრები აქამდე იძახდი ყენია ტრამვის გამო არ არისო ეხლა როცა კაცი გვერდზე გყავს არ ათამაშებ რა მოგწონს დვალიშვილის ეგ ხომ უსამარტლოობაა ცადი რაა მაგედან
DAVID
ასეთი მენტალობით, ამ ბიჭისგანფეხბურთელი არ დადგება. ისე, ნებისმიერი მწვრთნელი მეცოდება დღევანდელი ნაკრებისათვის: ფეხბურთელების კლასი დაბალი, სამაგიეროდ თვითშეფასება უზარმაზარი.
gigi1984
ჩემი აზრით,ყენია მართალია,ეს ხომ არ იყო ოფიციალური თამაში,მაშინ წინასწარ ეთქვა თუ არ ათამაშებდა...
khaka
ძნელია იყო ქართველი და საკუთარ პატივმოყვარეობას ერეოდე, -საქართველო უპირველეს ყოვლისა- ეს მარტო ფრთიანი ფრაზა არაა. არაუშავს შენც გაიზრდები ლევან და ყველაფერს სხვანაირად შეხედავ.
david
პატივს გცემ ლევან. მაგრამ ნაკრები ცოტა სხვა რამ არის ვიდრე საკუთარი თავის რეკლამა. ასე რომ გულს ნუ გაიტეხ.. შენი მომავალი შენს ხელთ არის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა