გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე ამ ფეხბურთელებით დაინტერესებას ადასტურებს
მცირე ხნის წინ, "ლელოსთან" ინტერვიუში გიორგი შაშიაშვილმა დაადასტურა ჩვენი ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კარიერა გორის "დილაში" გააგრძელოს (იხილეთ ვრცლად).

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ბერძნული "ერგოტელისიდან" წამოვიდა და "დილასთან" მოლაპარაკება წამოიწყო. მაგრამ, 32 წლის უნივერსალ მცველს გორელებთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.

ვწერდით იმასაც, რომ "დილას" საქართველოს ნაკრების ყოფილი (გოგიტა გოგუა) და ამჟამინდელი (დავით კვირკველია) მოთამაშეების დამატებაც სურდა.

"დილას" სასურველი მოთამაშეების სიიდან კიდევ ერთის ვინაობა შევიტყვეთ - ლაპარაკია "გაგრას" თავდამსხმელ ჯონი ჯერემიაზე.

ვერცხლისწყალივით მოძრავმა 18 წლის ნიგერიელმა საქართველოს თასის ორივე ნახევარფინალურ მატჩში გორელებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა და ორი გოლიც გაუტანა. "დილას" მეპატრონეები და მწვრთნელები ნიგერიელი ფორვარდით სწორედ მაშინ დაინტერედნენ.

შესაძლო ტრასფერების თაობაზე კომენტარი "დილას" მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ჩამოვართვით:

"დასამალი არაფერია, ჯერემიას დამატება მართლაც გვსურს. მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია და მოლაპარაკება არ დაგვიწყია.

სეზონი დამთავრდება და ცხადია, საკადრო საკითხების მოგვარებაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად დავილაპარაკებთ.

აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჯერემიასთან ერთად სხვა თავდამსხმელების დამატებაზეც იყო ლაპარაკი. ასე რომ, "გაგრას" მოთამაშე ჩვენს სიაში უალტერნატივო და ერთადერთი კანდიდატი არაა.

რაც შეეხება კვირკველიასა და შაშიაშვილს, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, ახალ სეზონში გაგვაძლიერებენ.

რაც შეეხება გოგუას, ძალიან მეეჭვება, "დილაში" ითამაშოს - მასთან მოლაპარაკება არ გვქონია".

ჯერემიას ამჟამინდელი კლუბი, "გაგრა" ფეხბურთელის შესაძლო გადასვლაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს, რადგან მათთვის გორელთა ინტერესზე არაფერი იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილამ" უკვე დაიმატა "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი და ფოთის "კოლხეთის" პლეიმეიკერი ლაშა გვალია.

დილა ინტერესს ადასტურებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TaroSochi
irakli1805 ვაი შენ ჭკუა და მე ფული
zazuna
irakli1805, არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო მაგრამ..... გეტყვი, შენ სადღაც ხარ ჩარჩენილი. თუ ასე იაზროვნე, იქედან ამოსვლას კაი ხანი ვერ შეძლებ.
Knatski
სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადახალისება და იქიდან უნდა გამოიყვანონ ძალოვანი სტრუქტურის მაღალ ჩინოსნები
irakli1805
ვინც არ უნდა დაიმატონ მაინც ძაღლების გუნდი იქნება ,
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!