როგორ აღმოჩნდა საქართველოს სახელით მოასპარეზე 23 წლის ჩოგბურთელი შეჯიბრზე უფულოდ
23 წლის სოფო შაფათავა საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრია და სპორტის ამ სახეობაში წარმატებებსაც მიაღწია...

იგი ახლა დასთან - იუნასთან ერთად, თავის სპორტულ საქმიანობასა და ოჯახურ ამბებზე გვესაუბრა.

- სოფო, გილოცავ ბოლოდროინდელ წარმატებებს, გვიამბე ამის შესახებ.

- გუნდთან ერთად აშშ-სა და კაიროში ვიყავი, ფედერაციის თასზე ვითამაშეთ და პირველ დივიზიონში გადავედით, რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით - მეორე ლიგაში ვიყავით.

ნაკრებში ყოფნა პრესტიჟულია, პირველ ლიგაში კი ელიტური გუნდები თამაშობენ.

შემდეგ, საფრანგეთში, 50-ათასიან (საპრიზო თანხა) შეჯიბრებაზე გავემგზავრე. ახლა 2-3-კვირიანი შესვენება და "ბუნდესლიგის" თამაშები მაქვს, რომელიც პროფესიონალურ ჩოგბურთს არ მიეკუთვნება, მაგრამ ამის წყალობით, საკუთარი მცირეოდენი შემოსავლი მექნება. ივნისიდან კი კვლავ აქტიურ სეზონს დავიწყებთ.

მეოთხე წელი დაიწყო, რაც ნაკრებში ვარ და მიხარია, რომ ძირითად სამეულში შევდივარ. სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ.

- რთულია ჩოგბურთელის ყოველდღიური ცხოვრება?

- დილით დავრბივარ, მერე ჩოგბურთს ვთამაშობთ, საღამოს კი ფიზიკური მომზადება გვაქვს და ბოლოს ისე ვიღლები, სახლში "ენაგადმოგდებული" მივდივარ. მეგობრების ნახვას კვირა დღეს თუ ვახერხებ ხოლმე. სპორტი ისეთი რამაა, მუდმივად თუ არ ივარჯიშე, ფორმიდან ამოვარდები და მერე არავის სჭირდები...

- რა ასაკში დაიწყე ჩოგბურთის თამაში?

- საკმაოდ გვიან - 10 წლის ვიყავი, თუმცა თავიდან არ მქონდა განზრახული პროფესიონალი მოთამაშე გავმხდარიყავი. ყოველთვის ექიმობა მინდოდა, ყველა სათამაშოს "ოპერაციას" ვუკეთებდი. მაგრამ მერე ჩოგბურთი შემიყვარდა და 16-17 წლისა, რამდენიმე მატჩის მოგების შემდეგ, სერიოზულად დავფიქრდი, სტიმული მომეცა და აზარტში შევედი. ჩემი ძირითადი მწვრთნელი მარინა მალასიძეა, ფიზიკური მომზადების კი - მაიკო სხირელი. იმდენი წელია, მათ ვიცნობ, რომ ისინი ოჯახის წევრებივით არიან. ჩემი მეწყვილე თათია მიქაძეა, ნაკრების კაპიტანი კი ქალბატონი ლალი ზერეკიძე.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელი მატჩი იყო?

- საქართველოში, ყოველ წელს, 3 შეჯიბრება ტარდება და როცა პირველად "ველური ბარათი" მომცეს, სიხარულისგან ემოციებს ვერ ვმალავდი.

არ დამავიწყდება 2008 წლის 10 აგვისტოს თამაში რუსეთში მაშინ, როცა საქართველოში ომი იყო. ფინალში წყვილებში მოვიგე და შუაგულ მოსკოვში საქართველოს დროშა რომ ააფრიალეს და ჰიმნი გაისმა, უდიდესი სიამაყის გრძნობა დამეუფლა! თან, ცოტა მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველანი მართლა კარგად მექცეოდნენ, იქაურმა გოგონებმა ხელზე საქართველოს დროშის ფერი სამაჯურებიც კი გაიკეთეს და ისე მგულშემატკივრობდნენ.

- შენი მენეჯერი და სპონსორი შენი და - იუნაა, ხომ?

- კი, იუნაა მენეჯერიც, სპონსორიც და საერთოდ, ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ შეითავსოს (იცინის).

იუნა:

- ჩოგბურთელს დიდი ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური მომზადება, ფინანსები სჭირდება. ამიტომ, სულ სპონსორებთან მიწევდა სიარული და მათი პირველივე შეკითხვა ის იყო - თუ ასეთი მაგარია, მსოფლიო ათეულში რატომ არ არისო? რაც გულზე მხვდებოდა. არადა, ვერც კი წარმოუდგენიათ, იქამდე რამხელა გზაა გასავლელი... ზოგჯერ შეჯიბრებაზე 100 დოლარით წასულა და სასტუმროს საფასური მერე გადაუხდია; ევროპაში ეს შეიძლება. აშშ-ში კი წინასწარ მოსთხოვეს თანხა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდა, როცა ბარათზე 20 დოლარზე მეტი არ აღმოაჩნდა. ეს ამბავი ტელეფონით ძლივს მოვაგვარე. გაგიჟდნენ - ნაკრების წევრები უფულოდ როგორ დადიანო?!

სოფო:

- ფედერაციის თასის წინ, ნაკრების გოგონებს სახელმწიფომ 4.000 ლარი გადმოგვირიცხა, რაც უკვე ამოიწურა. ახლა "ალექსანდრე მეტრეველის სახელობის ფონდი" ჩამოყალიბდა და აპრილიდან უკვე ისინი გვაფინანსებენ. ძალიან მადლობელი და კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი სიტუაციაა, ჩოგბურთი კარგად ესმით და მშვიდ გარემოში ვიმყოფებით.

(იხილეთ სრულად)

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)

irakli1805
დაფინასეთ ესნი ფული რო არ იცით რასი დახარჯოთთთტ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად