"ლივერპულმა" კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ლუის ვან გაალის კლუბის სპორტულ დირექტორად დასანიშნად
"ლივერპულმა" კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ლუის ვან გაალის კლუბის სპორტულ დირექტორად დასანიშნად.

60 წლის ჰოლანდიელი ამჟამად უმუშევარია და მართალია, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება ურჩევნია, მაგრამ "ლივერპულის" წინადადება და ინგლისში მუშაობის პერსპექტივა მისთვის იმდენად მომხიბლავია, რომ მზადაა, ამ განზრახვაზე უარი თქვას.

აღნიშნული განცხადება მან პორტუგალიაში მერსისაიდელთა მმართველ დირექტორ იან ეირთან შეხვედრის დროს გააკეთა. კლუბის მესაკუთრეები ჯონ ჰენრი და ტომ ვერნერი იმასაც ითვალისწინებენ, რომ ვან გაალი ძალიან თავისებურია და მასთან თანამშრომლობა ყველა მწვრთნელისთვის არ იქნება კომფორტული, იქნება ეს ფაბიო კაპელო, რობერტო მარტინესი თუ ბრენდან როჯერსი.

ვან გაალის სპეციფიკური ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ხშირად ის საერთოდ არ უწევს ანგარიშს თანამშრომელთა აზრს და მეტიც, თუკი მათთან კამათს იწყებს, ხშირად ეს კონფლიქტამდეც კი მიდის.

ზუსტად ეს იყო 2004 წელს "აიაქსის" სპორტული დირექტორის პოსტიდან მისი გადადგომის მიზეზი. მაშინ მან რონალდ კუმანთან ვერ გამონახა საერთო ენა.

ვან გაალის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რომ, ასე ვთქვათ, ახალ ადგილზე დანიშვნის შემდეგ თან დაჰყავს ის ხალხი, ვისთან ერთად მუშაობასაც არის მიჩვეული. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ ის "ენფილდზე" "ბაიერნში" ყოფილი ასისტენტის, ანდრეას იონკერის მიყვანას გეგმავს.

სპორტულის გარდა, გუნდს ტექნიკური დირექტორიც დასანიშნი ჰყავს. მერსისაიდული კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ პოსტზე მთავარ პრეტენდენტად "ლივერპულის" აკადემიის მენეჯერი პეპ სეგურა განიხილება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა