გერმანიის ნაკრებს "ბაიერნის" ფეხბურთელები არ ჰყავდა, მაგრამ შვეიცარიის ნაკრებისგან 5 გოლის მიღება მაინც კატასტროფაა
შვეიცარია-გერმანია 5:3

შვეიცარია (4-4-1-1): ბენალიო - ლიხტშტაინერი, ფონ ბერგენი, სენდეროსი, ციგლერი - მეჰმედი, ფერნანდესი (92. ჯურუ), ინლერი, ბარნეტა (78. შტოკერი) - ჯაკა (90. ვისი) - დერდიოკი.

გერმანია (4-1-4-1): ტერ შტეგენი - ჰიოვედესი (78. ს. ბენდერი), მერტეზაკერი, ჰუმელსი, შმელცერი - ხედირა (46. გიუნდოგანი) - გიოტცე (78. ლ. ბენდერი), შიურლე, იოზილი (46. როისი), პოდოლსკი (62. დრაქსლერი) - კლოზე (78. კაკაუ).

გოლები: 1:0 დერდიოკი (21), 2:0 დერდიოკი (23), 2:1 ჰუმელსი (45), 3:1 დერდიოკი (50), 3:2 შიურლე (64), 4:2 ლიხტშტაინერი (67), 4:3 როისი (72), 5:3 მეჰმედი (76)

გაფრთხილება: ინლერი - ჰუმელსი

მაყურებელი: 27 381

მართალია, ეს მხოლოდ ტესტ-მატჩი იყო და ისიც გასათვალისწინებელია, რომ გერმანიის ნაკრებს "ბაიერნის" ფეხბურთელები არ ჰყავდა, მაგრამ შვეიცარიის ნაკრებისგან 5 გოლის მიღება მაინც კატასტროფაა.

"სტ. იაკობ პარკზე" განცდილმა კრახმა საფეხბურთო გერმანიას, უფრო კი, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს საფიქრალი გაუჩინა: ევროპის ჩემპიონატამდე დაცვა უნდა დალაგდეს, თორემ თუ ერენ დერდიოკმა და ტრანკუილო ბარნეტამ გერმანელი უკანახაზელები ასეთ დღეში ჩააგდეს, ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს პორტუგალიასა და ჰოლანდიასთან მატჩებში. მოკლედ, შვეიცარიამ გერმანიის ნაკრების სუსტი ადგილი გამოაჩინა და ეს ბუნდესგუნდის უკანა ხაზია.

გერმანიამ ერთ მატჩში ხუთი გოლი ბოლოს 2004 წლის 28 აპრილს გაუშვა - მაშინ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი რუდი ფიოლერი გახლდათ და გერმანელები რუმინეთში 1:5 განადგურდნენ.

შვეიცარიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს კი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებისთვის თავდაჯერება უნდა მოემატებინა, მაგრამ პირიქით მოხდა.

კანი: გუნდი გუნდს არ ჰგავს!

ლიოვმა ბუნდესგუნდს თამაში მოსალოდნელზე შემტევი ტაქტიკური სქემით (4-1-4-1) დააწყებინა - იოგიმ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ტიპური საყრდენი ნახევარმცველი (სამი ხედირა) გაამწესა და პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ ამ სქემამ არ გაამართლა.

ოტმარ ჰიტცფელდის ბიჭებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს: ბარნეტა-დერდიოკის კომბინაცია ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა და ეს გოლი ბუნდესგუნდის მარცხენა მცველის, მარსელ შმელცერის სინდისზეა. ორ წუთში გერმანიის უკანა ხაზი ისევ ბარნეტა-დერდიოკის წყვილმა შეარცხვინა: მერტეზაკერმა პოზიციური შეცდომა დაუშვა, დერდიოკმა კი ტერ შტეგენს თავით გაუტანა - 2:0. პირველი ტაიმის მიწურულს იოზილის ჯარიმას ჰუმელსი თავით გამოეხმაურა და შვიდი მეტრიდან ერთი ბურთი გაქვითა.

"ფეხბურთელები ერთმანეთს ვერ უგებენ, - ლამის ყვიროდა შესვენებაზე ტელეკომპანია ZDF-ის ექსპერტი ოლივერ კანი, - ვერ ვხედავ ზომიერ აგრესიას და მონდომებას. გუნდი გუნდს არ ჰგავს!"

გერმანელებისთვის ცუდი ის არის, რომ მეორე ტაიმში საქმე უარესობისკენ წავიდა. 50-ე წუთზე ბარნეტა-დერდიოკის დუეტმა ბუნდესგუნდის უკანა ხაზი მესამედ შეარცხვინა: "ლევერკუზენიდან" "ჰოფენჰაიმში" გადაბარგებულმა ერენმა ისევ თავით გაიტანა - 3:1.

მალე ანდრე შიურლემ სხვაობა 18 მეტრიდან გატანილი გოლით შეამცირა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში ანგარიში 4:2 გახდა: ტერ შტეგენი ბურთს ასცდა (?!) და ლიხტშტანერს თავით გატანა აღარ გასჭირვებია.

ლიოვი ამ გოლს ხელ-ფეხის ბრაზიანი ქნევით შეხვდა. 72-ე წუთზე როისმა კიდევ ერთხელ შეძლო გერმანიის ნაკრების თამაშში დაბრუნება, მაგრამ არ გასულა 4 წუთზე მეტი და მეჰმედიმ ტერ შტეგენს ბურთი კარიდან მეხუთედ გამოატანინა.

მთავარი ფლოპები: ჰუმელსი, შმელცერი, მერტეზაკერი

პერ მერტეზაკერის მატჩისშემდგომი დასკვნა აბსოლუტურად ლოგიკური იყო: "ყველაზე კარგი ახლა ის არის, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საკმარისი დროა დარჩენილი. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ!"

გერმანელებისთვის დამამშვიდებელია ისიც, რომ ლიოვი ბუნდესგუნდს ასეთი შემადგენლობით აღარ ათამაშებს.

ამ გუნდს რვა ბაიერნელი დაემატება და ოთხი ყველაზე უსარგებლო მოთამაშე გამოაკლდება, მაგრამ დაცვაში ბევრი არაფერი შეიცვლება: ფილიპ ლამი და ჰოლგერ ბადშტუბერი კი დაბრუნდებიან, მაგრამ ცენტრში ბადშტუბერის გვერდით ან მერტეზაკერმა უნდა ითამაშოს, ანაც ჰუმელსმა. შვეიცარიასთან კი ვერცერთმა ივარგა. ცუდად გამოიყურებოდა შმელცერიც, რომელსაც იმედი აქვს, რომ ლიოვი ლამს დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანს, მარცხნივ კი მას ათამაშებს.

"შედეგი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ვიცოდი, რომ ბიჭებს ამ თამაშში დაღლა დაეტყობოდათ. ბევრი შეცდომა დავუშვით და ახლა ორი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასე არ ვითამაშებთ. დღევანდელ მატჩში იმდენი რამ მოხდა, ახლა ბევრ რამეს ვერც ვიხსენებ და ფაქტია, რომ ეს თამაში ძალიან კარგად უნდა გავაანალიზო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემადგენლობით არასდროს გვითამაშია და შესაბამისად, ლოგიკურია, ფეხბურთელები ერთმანეთს რომ ვერ უგებდნენ. ყველაზე მეტად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მეცოდება, ხუთი გოლი გაუშვა და ახლა თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მაგრამ ამის გამო არ უნდა იდარდოს. მას დიდი მომავალი აქვს," - განაცხადა მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა.

ფაქტია, იოგის 9 ივნისამდე (ევრო 2012-ის პირველი მატჩი პორტუგალიასთან) დრო აქვს, ხოლო ხუთშაბათს ბუნდესგუნდი ლაიპციგში ბოლო ტესტ-მატჩს (ისრაელთან) გამართავს. გუშინ ბუნდესნაკრებს "ბაიერნის" ბაიერნელებიც შეუერთდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა