ევრო 2012. ესპანელთა საბოლოო სია

სერბებთან მატჩის გმირი ოფსაიდში... სოლდადოც და მუნიაინიც

"შევეცდები, ხვალ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღო", - თქვა სერბებთან მატჩის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ.

"გახარებული ვარ, ასეთ დებიუტს ნამდვილად არ ველოდი. ხვალ მწვრთნელი სიას ასახელებს და თუ ევროზე მოვხვდები, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება", - ამბობდა ნაკრების 24 წლის დებიუტანტი ადრიან ლოპესი...

27 მაისს დელ ბოსკემ შეპირებული სია დაასახელა და იქ სერბეთთან მატჩის გმირის ადგილი არ მოიძებნა! ისევე, როგორც არ არის ნაკრებში რობერტო სოლდადო და არც იკერ მუნიაინი.

ესპანეთის ნაკრების 23-კაციანი სია:

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული).

მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ხუანფრანი (ატლეტიკო), ხავი მარტინესი (ბილბაო), ხორდი ალბა (ვალენსია).

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (რეალი), სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), სანტი კასორლა (მალაგა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხუან მატა (ჩელსი), ხესუს ნავასი (სევილია).

თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), ალვარო ნეგრედო (სევილია), პედრო (ბარსელონა).

შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ვისენტე დელ ბოსკემ გაცხრილა გუნდიდან: მეკარე დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი); მცველები ნაჩო მონრეალი (მალაგა) და ალვარო დომინგესი (ატლეტიკო); ნახევარმცველები ისკო (მალაგა), ბენიატი (ბეტისი), ხავი გარსია (ბენფიკა) და ბრუნო სორიანო (ვილიარეალი); თავდამსხმელები რობერტო სოლდადო (ვალენსია) და ადრიან ლოპესი (ატლეტიკო).

ამათგან დე ხეა და ისკო უკვე მადრიდში შეუერთდნენ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს.

სესკის ტრავმა

დელ ბოსკემ კიდევ ერთი ცუდი ამბავი შეიტყო - "ბარსელონას" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ტრავმირებულია.

მართალია, სესკის ტრავმა არ არის რთული, მაგრამ, როცა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დღეები რჩება, ამანაც შეიძლება ხელი შეუშალოს ფეხბურთელს. 25 წლის ბარსელონელი ორთავა კუნთის პრობლემების გამო 10 დღეს ვერ ითამაშებს - ასე რომ, ის კორეელებთან და ჩინელებთან ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს.

დელ ბოსკე: ადრიანის დამატება არ შეიძლებოდა

დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ ფანებს მის მიმართ სამდურავი არ უნდა ჰქონდეთ. "ჩვენ სხვა ფორვარდები ავარჩიეთ, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს - ადრიანმა ბრწყინვალედ ითამაშა.

7 ფეხბურთელი, რომლებმაც დაგვტოვეს, განაწყენებულნი არიან, მაგრამ ისინი ნამდვილი სპორტსმენები არიან. შეუძლებელია, ფეხბურთელი, რომელსაც ახლახან ჰქონდა დებიუტი, სიაში მოხვედრილიყო, თუმცა ჩვენ ადრიანზე უარს არ ვამბობთ. სოლდადოს და ნეგრედოს შორის არჩევანს რაც შეეხება - ჩემი აზრით, ისინი განსხვავებულები არიან, ერთი უფრო სწრაფია, მეორე უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს.

დავიდ ვილია შეუცვლელია, თუმცა ჩვენ ხომ უნდა გვენახა გამოსავალი? ასევე, შემიძლია გავიმეორე კარლეს პუიოლზეც, ისიც შეუცვლელი ფეხბურთელია ნაკრებში. პედროს ცუდი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ფლანგებზე ხალხი გვაკლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად