პირველ სათამაშო დღეს არც მამაკაცებსა და არც ქალებში მთავარი ფავორიტები არ თამაშობდნენ
27 მაისს პარიზის როლან გაროსის კორტებზე დაიწყო სეზონში "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა.

პირველ სათამაშო დღეს არც მამაკაცებსა და არც ქალებში მთავარი ფავორიტები არ თამაშობდნენ. თუმცა მაყურებელმა არაერთი საინტერესო მატჩი იხილა.

მამაკაცთა ტურის ორ წამყვან ჩოგბურთელს საკმაოდ რთული სტარტი გამოუვიდა. ფრანგული პუბლიკის მთავარი იმედი, მეხუთე ნომრად განთესილი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რუსული ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავ ანდრეი კუზნეცოვს ხვდებოდა.

რუსმა პირველ სეტში მოულოდნელად დიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც აქტიური თამაშის დამსახურება იყო. კუზნეცოვმა პარტია 17 "ვინერსით" დაასრულა, იმ დროს, როცა ცონგამ თავისი დარტყმებით მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. შედეგად, პირველი სეტი რუსის ნამდვილ ბენეფისად იქცა - 6:1.

მაგრამ მეორე სეტში კორტზე სიტუაცია შეიცვალა. ფრანგმა ალღო აუღო მეტოქის თამაშს, გამოასწორა მოწოდება და კუზნეცოვს შეტევის შანსებს თითქმის აღარ აძლევდა. შესაბამისად, მომდევნო სამი სეტის სცენარი თითქმის ერთნაირი იყო: ცონგა პარტიის დასაწყისში ეუფლებოდა უპირატესობას და დამაჯერებლად ინარჩუნებდა მას - 1:6, 6:3, 6:2, 6:4.

ასევე წააგო ერთი სეტი არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, თუმცა მას უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა - გრუნტზე თამაშის სპეციალისტი ალბერტ მონტანიესი.

ხუან მარტინმა მეორე პარტია ტაი-ბრეიკზე დათმო, რის შემდეგაც სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა. დანარჩენ სეტებში სამხრეთამერიკელის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.

ტურნირი დატოვა ენდი როდიკმა, რომელსაც 2010 წლის შემდეგ არ მოუგია მატჩი გრუნტის ტურნირებზე. ენდიმ ოთხ სეტში დათმო პირველი წრის მატჩი ნიკოლა მაუსთან.

საინტერესოა, რომ ფრანგი თავის მეათე როლან გაროსს თამაშობს, მაგრამ ამ ტურნირზე მხოლოდ მეორე (!) მატჩი მოიგო. რაც შეეხება როდიკს, მან 2007 წლის შემდეგ პირველად წააგო "დიდი სლემის" ტურნირის პირველი წრე.

როდიკის გარდა, კიდევ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. გერმანელმა მიხაელ ბერერმა, ორსეტიანი ჩამორჩენის მიუხედავად, შეძლო ხუთ სეტში 30-ე ნომრად განთესილი ავსტრიელი იურგენ მელცერის დამარცხება.

ქალთა შორის არანაირი მოულოდნელობა არ მომხდარა. ზედიზედ მეორე წელია, ცენტრალურ კორტზე პროგრამა ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა გახსნა, რომელმაც უპრობლემოდ მოუგო ბრიტანული ჩოგბურთის პირველ ნომერს ელენა ბალტაჩას.

გუშინდელი დღის თითქმის ყველა ფავორიტმა ორ სეტში მოიგო თავისი მატჩი. ერთადერთი გამონაკლისი იყო მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვენუს უილიამსი, რომელიც განთესილებს შორის არ შედის.

ამერიკელი პირველ მატჩს ატარებდა "დიდ სლემზე" აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის შემდეგ. მისი მეტოქე იყო 19 წლის არგენტინელი პაულა ორმაეჩეა.

ვენუსს, რომელიც ამჟამად 53-ე ნომერია კლასიფიკაციაში, ამ სეზონში 12 მოგება და 4 წაგება აქვს. როლან გაროსამდეც გრუნტის სეზონში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მოულოდნელად დაუთმო პირველი სეტი ორმაეჩეას.

თუმცა მეორე და მესამე პარტიებში ჩვეული აგრესიული სტილის წყალობით ყოველგვარი იმედი დაუკარგა მეტოქეს - 4:6, 6:1, 6:3.

ქალებს შორის ერთი მატჩის შედეგი აუცილებლად უნდა გამოვყოთ. ჩოგბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ ამერიკელი მელანი ოუდინის გარღვევა 2009 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე, როცა სრულიად უცნობმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია.

მაგრამ მას შემდეგ მელანის თავი არაფრით გამოუჩენია და "დიდი სლემის" ზედიზედ ხუთი ტურნირის პირველი წრე წააგო. და მხოლოდ გუშინ შეწყვიტა ოუდინმა ეს უსიამოვნო სერია, როცა შვედი იოჰანა ლარსონი 6:3, 6:3 დაამარცხა.

I წრე

კაცები

ნიკოლა დევილდერი (საფ)-ფილიპ კრაინოვიჩი (სერ) 6:2, 6:2, 6:0; მიხაელ ბერერი (გერ)-იურგენ მეცლერი (ავსტრია, 30) 6:7(5), 4:6, 6:2, 6:2, 6:3; ჟილ მიულერი (ლუქ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 2:6, 7:5, 3:6, 6:4, 8:6; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 14)-სტივ დარცისი (ბელ) 6:3, 6:2, 7:6(4); პაბლო ანდუხარი (ესპ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:1, 2:6, 1:6, 6:3, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:3, 6:3, 4:6, 3:6, 6:2; ფაბიო ფონინი (იტა)-ადრიან მანარინო (საფ) 6:0, 7:5, 6:1; სედრიკ-მარსელ შტებე (გერ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:3, 2:0 უარი; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 1:6, 6:3, 6:2, 6:4; ნიკოლა მაუ (საფ)-ენდი როდიკი (აშშ, 26) 6:3, 6:3, 4:6, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:2, 6:7(5); 6:2, 6:1; ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ)-ვაჩეკ პოსპიშილი (კან) 3:6, 6:3, 6:2, 6:2; ხუან კარლო ფერერო (ესპ)-ჯონათან დასნიერ დე ვეიგი (საფ) 6:1, 6:4, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 21)-დანიელ მუნიოს-დე ლა ნავა (ესპ) 6:4, 6:4, 7:5; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 7:5, 6:2, 4:4 გადაიდო; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 31)-რუი მაშადო (პორ) 7:6, 6:7, 4:6, 6:1, 7:7 გადაიდო

ქალები

დინა პფიცენმაიერი (გერ)-კაროლინ გარსია (საფ) 3:6, 6:4, 6:3; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ჰაიდი ელ-თაბახი (კან) 7:5, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 20)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 6:2, 6:0; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-ევა ბირნეროვა (ჩეხ) 4:6, 6:4, 8:6; მატილდ იოჰანსონი (საფ)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 5:7, 7:6(6), 6:4; ირინა ფალკონი (აშშ)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 3:6, 6:3, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:4, 6:0; ვენუს უილიამსი (აშშ)-პაულა ორმაეჩეა (არგ) 4:6, 6:1, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:1, 6:3; სერა ერანი (იტა, 21)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 4:6, 6:2, 6:2; მელანი ოუდინი (აშშ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:3, 6:3; შაარ პეერი (ისრ)-სტეფანი დუბუა (კან) 6:2, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:1, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:4; ალექსა გლეტჩი (აშშ)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:3, 5:7, 6:4; ირენა პავლოვიჩი (საფ)-კაი-ჩენ ჩანი (ტაივ) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო