საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა.

სასიხარულოა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხი გუნდიდან ოთხივე ქართველი მორაგბეებისაა: "ტულუზი", "კლერმონი", "კასტრი" და "ტულონი".

დაძაბული და ერთობ დრამატული გამოდგა დავით ქუბრიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონის" დაპირისპირება პარიზულ "მეტრო რასინგთან".

ტულონელები საკუთარ მოედანზე, "სტად დე მაიოლზე", რომელიც საფრანგეთში ყველაზე ხმაურიანია, გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ დამარცხებულან და ამჯერადაც თავაწეულებმა დატოვეს მინდორი - 17:13.

თუმცა მატჩის დასაწყისი მასპინძლებისთვის სულაც არ გამოდგა სახარბიელო. პარიზელებმა თამაში ძალიან აქტიურად და თითქმის უშეცდომოდ დაიწყეს. განსაკუთრებით, სამხრეთაფრიკელი ფულბეკი ფრანუსა სტეინი და არგენტინელი მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი გამოირჩეოდნენ. მათი ძალისხმევის შედეგი იყო, რომ 35-ე წუთამდე "მეტრო რასინგი" მშრალი ანგარიშით, 13:0-ს იგებდა.

"ტულონის" ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა საჯარიმოს გატანა მხოლოდ 36-ე წუთზე მოახერხა და გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა - 3:13. მეორე ტაიმში დამრტყმელის ფუნქცია ავსტრალიელმა შუამარბმა მეთ გიტომ ითავა.

ტულონელებმა წაგების საფრთხე იგრძნეს და შესამჩნევად გააქტიურდნენ. 54-ე და 62-ე წუთებზე გიტომ ორი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა - 9:13.

66-ე წუთზე კი ინგლისელი მესამეხაზელის, სტეფან არმითიჯის ჯერიც დადგა. მან ლელო მიითვალა და მასპინძლები ქულით დააწინაურა - 14:13.

მინიმალური სხვაობა თამაშის ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. გამარჯვება ორივე გუნდს ერთნაირად შეეძლო.

თუმცა 79-ე წუთზე ისევ გიტომ იყოჩაღა და საჯარიმოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 17:13.

ამ შეხვედრაში ქუბრიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გამოჩენილა. "ტულონი" ნახევარფინალში ერთი კვირის თავზე სტუმრად ეთამაშება დავით ზირაქაშვილის "კლერმონს".

ნახევარფინალის შესარჩევ მეორე მატჩში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დაამარცხა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" - 31:15.

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ "მონპელიე" ამ თამაშში თავის თავს არ ჰგავდა. სტუმრებმა თამაშის აწყობა ვერაფრით მოახერხეს. საწყის 20 წუთში მასპინძლებმა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 13:0 დაწინაურდნენ.

მონპელიელებმა მონაგარს პირველი სამი ქულა 33-ე წუთზე შესძინეს. საჯარიმო ფულბეკმა მარტინ ბუსტოს მოიანომ გაიტანა.

ტაიმი კი მასპინძლებმა რვაქულიანი სხვაობით მაინც მოიგეს. საბოლოო ჯამში "მონპელიემ" მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, რაზეც საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღო. თუმცა ჩვენებურთა გუნდის მოთამაშეები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ისე გამოვიდა, რომ კასტრელებმა რვა საჯარიმოს გატანა შეძლეს (24 ქულა).

აქედან ხუთი მგეზავმა პიერ ბერნარმა მიითვალა; შტატიანი დამრტყმელის, რომენ ტულეს ანგარიშზე კი სამი საჯარიმოა.

მიუხედავად იმისა, რომ არბიტრმა "კასტრის" მეორეხაზელ იოსეფა ტეკორის 62-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა, მონპელიელებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერაფრით გამოიყენეს.

პირიქით, "კასტრს" არაფერზე ეტყობოდა, რომ კაცნაკლული ირჯებოდა. შედეგად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ანტონ ფეიქრიშვილის გუნდი განაგრძობს.

ამ მატჩში გორგოძემ სრულად ითამაშა; ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს; ფეიქრიშვილი, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ. "კასტრი" ნახევარფინალში სტუმრად დაუპირისპირდება აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზს".

პლეი ოფი

კასტრი-მონპელიე 31:15, ტულონი-მეტრო რასინგი 17:13

ნახევარფინალი

ტულუზი-კასტრი, კლერმონი-ტულონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა