საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც სკოლებში ჭადრაკის სწავლების მეთოდი ამოქმედდება
ლეგენდარული დიდოსტატი, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გარი კასპაროვი და ევროპის საჭადრაკო კავშირი დიდი ხანია, ერთობლივად ზრუნავენ სკოლებში ბრძენთა თამაშის, როგორც სასწავლო საგნის, დასანერგავად.

წლეულს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ ამ პროექტს მხარი დაუჭირა. კასპაროვის აზრით, ჭადრაკი არა მარტო სპორტის სახეობაა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება. ის მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება.

ჭადრაკის თამაში ანალიზს მოითხოვს, ბავშვი ეჩვევა პასუხისმგებლობას, სიფრთხილეს, დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, კრიტიკულ სიტუაციაში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებას. ყველაფერი ეს კი სწავლის ხარისხზე აისახება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძის თანდასწრებით, გარი კასპაროვმა და განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციას და ჩვენს სკოლებში ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს.

საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ეს მეთოდი ამოქმედდება. ახალი პროგრამით მუშაობა 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

საგულისხმოა, რომ 2010-11 სასწავლო წლიდან სპორტის გაკვეთილებისთვის ჭადრაკი საქართველოს 800-ამდე სკოლამ აირჩია, რაც ჩვენთან ბრძენთა თამაშის პოპულარობაზე მეტყველებს.

ნახევარ-ნახევარი ქულა აშორებთ

ჩიკაგოში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ოთხი ჩვენებური სცდის ძალებს.

მეხუთე ტურში თამაზ გელაშვილმა ამერიკელი დარვინ იანგი დაამარცხა, გიგა ყაჭეიშვილმა თანამემამულე ნიკოლოზ მანაგაძეს მოუგო, მიხეილ კეკელიძე კი მასპინძელ რობი ადამსონს დაუზავდა.

5 ტურის შემდეგ გელაშვილსა და ყაჭეიშვილს 4-4 ქულა აქვთ და ლიდერებს - რობერტ ჰესსა (აშშ) და მილოშ პერუნოვიჩს (სერბეთი) ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან. კეკელიძემ და მანაგაძემ 3-3 ქულას მოუყარეს თავი.

ალბენა მასპინძლობს

23 ქვეყნის 123 მოჭადრაკე მონაწილეობს (მათ შორის - 23 დიდოსტატი) ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ალბენის საერთაშორისო ტურნირში. საპრიზო ადგილებისთვის ქართველებიც იბრძვიან.

პირველ ტურში ვახტანგ ჩიქოვანმა მოლდოველი ვლადიმირ ჰამიტევიჩი დაამარცხა, აკაკი შალამბერიძემ აზერბაიჯანელ ნარმინ მამადოვას სძლია, ალექსანდრე ყაშაშვილმა დოროთეა ნამჩევას (ბულგარეთი) აჯობა, თამაზ მგელაძე კი თამირ ნაბათის (ისრაელი) დანებდა.

27 მაისს მე-2 ტურში მგელაძემ ჟელიაზკო საკოვს გააჩერებინა საათი, ყაშაშვილი პეტარ არნაუდოვს (ბულგარეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, ვახტანგ ჩიქოვანმა ხამპარია აკშათთან (ინდოეთი) წააგო, აკაკი შალამბერიძე შავებით სომეხ ჰრანტ მელქუმიანთან დამარცხდა.

28 მაისს მესამე ტურში ითამაშებენ: ყაშაშვილი - ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), მგელაძე - ემანუელ შიენდორფი (შვეიცარია), შალამბერიძე - დაინა ნინოვა (ბულგარეთი), ჩიქოვანი - რაფაელ გუნაჟი (პოლონეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!