სლავა მეტრეველის სახელობის სოჭის ცენტრალური სტადიონის სიახლოვეს ავტობუსის გაჩერებაზე გაკეთდება წარწერა: "ოსტანოვკა სტადიონ იმენი სლავი მეტრეველი"
ადლერში ქუჩას სლავა მეტრეველის სახელი მიანიჭეს. ამის შესახებ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის შვილმა, სერგო მეტრეველმა შეგვატყობინა.

სერგო მეტრეველი სოჭის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ადლერის ერთ-ერთი ქუჩისთვის სლავა მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ მიიღო სოჭის ადმინისტრაციამ. შესაბამისი წინადადებით კი ქალაქის ადმინისტრაციისთვის სოჭში მცხოვრები ფეხბურთის ვეტერანებისა და საზოგადოების წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფს მიუმართავს. სერგომ აღნიშნა, რომ ეს დიდი პატივია.

როგორც ცნობილია, სოჭის ცენტრალური სტადიონი უკვე დიდი ხანია, სლავა მეტრეველის სახელს ატარებს (სახელის გადარქმევის ხმები არ დადასტურდა). იქვე, სტადიონის შესასვლელთან დგას ამ ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი. უახლოეს ხანში კი იქვე ავტობუსის გაჩერებაზე გაკეთდება წარწერა: "ოსტანოვკა სტადიონ იმენი სლავი მეტრეველი".

სოჭის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გენადი მარუსიძემ გვითხრა, რომ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა და სოჭში მომავალ წელს გამოიცემა დიდი წიგნი-ფოტოალბომი სლავა მეტრეველის ცხოვრებაზე. გამოცემაში აისახება სოჭში მისი ბავშვობა, ფეხბურთის თამაში გორკის "ტორპედოსა" და მოსკოვის "ტორპედოში", მერე თბილისის "დინამოში", სსრკ-ის და მსოფლიოს ნაკრებებში.

გენო მარუსიძე მიმართავს ყველა ქომაგს და ვეტერანს, ვისაც აქვს სლავას ბავშვობის და შემდგომი ცხოვრების პერიოდის სურათები ან ვიდეომასალა, შეატყობინოს მას და ის მიიღებს ზომებს ამ მასალების წიგნში შესატანად.

"დიდი შრომა დაგვჭირდება, მაგრამ ჩანაფიქრს რეალობად ვაქცევთ, მით უფრო, რომ გამოცდილება გვაქვს - შარშან გამოვუშვით სოჭის ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ბროშურა, აგრეთვე, წიგნი სოჭის სპორტის ისტორიაზე", - თქვა მარუსიძემ. ამ წიგნებში შევიდნენ ის ქართველი სპორტსმენებიც, რომლებიც გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ სოჭში.

სერგო მეტრეველმა გვამცნო ისიც, რომ სოჭის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, საქართველოში ჩაიყვანოს სოჭის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ათამაშოს ქართულ თანატოლებთან და ანახოს საქართველო.

სოჭში ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო კლუბებში ბევრი ადგილობრივი ქართველი თამაშობს. მათ შორის არიან გაგრიდან და სოხუმიდან დევნილი ოჯახების შვილები.

თენგიზ პაჭკორია

სოჭიდან სპეციალურად "ლელოსთვის"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის