სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდიდან "ფიორენტინას" ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი გარიცხა
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც შვეიცარიაში შეკრებას ატარებს, გუნდიდან "ფიორენტინას" ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი გარიცხა.

ამის მიზეზი ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმა გახდა.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ მიხაილოვიჩი ლიაიჩს შეხვდა, რომელმაც ჰიმნის სიმღერაზე უარის თქმა პირადი მიზეზებით ახსნა (ლიაიჩი ეთნიკური ბოსნიელია). ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ჰიმნს არც მომავალში იმღერებს, რის შემდეგაც მიხაილოვიჩმა ლიაიჩს ნაკრების დატოვების უფლება მისცა.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ ლიაიჩი მომავალში ჰიმნის შესრულებას დათანხმდება, შეუძლია ნაკრებში გამოძახების იმედი ჰქონდეს.

ეს მიმდინარე წელს ლიაიჩის პირველი სკანდალი არ არის. მაისის დასაწყისში ფეხბურთელმა "ნოვარასთან" მატჩის დროს "ფიორენტინას" მთავარ მწვრთნელ დელიო როსისთან ჩხუბი გამართა. ლიაიჩი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, გუნდის თავკაცი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ასევე იხილეთ

"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი სცემა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად