მართალია, ანა ტატიშვილმა ახალ რეიტინგში ქულათა მარაგი შეივსო, მაგრამ ამან ჩვენი პირველი ჩოგანი უმნიშვნელოდ წასწია კლასიფიკაციაში - დღეისთვის ანას 436 ქულა აქვს (14 ქულით მეტი) და ის მსოფლიოს 152-ე ჩოგანია (+2 ადგილი).

მართალია, ანა ტატიშვილმა ახალ რეიტინგში ქულათა მარაგი შეივსო, მაგრამ ამან ჩვენი პირველი ჩოგანი უმნიშვნელოდ წასწია კლასიფიკაციაში - დღეისთვის ანას 436 ქულა აქვს (14 ქულით მეტი) და ის მსოფლიოს 152-ე ჩოგანია (+2 ადგილი). ოქსანა კალაშნიკოვა 306 ქულით 189-ე (+2) პოზიციაზეა. ყველაზე გამოცდილი ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი 7 ადგილით დაწინაურდა. ის 230 ქულით მსოფლიოს 228-ე ჩოგანია. სხვები: 279 (-3) სოფიო შაფათავა - 177 ქულა; 289 (-8) თათია მიქაძე - 170; 398 (+2) სოფიო ქვაცაბაია - 90; 471 (+1) მანანა შაფაქიძე - 66; 570 (-4) ეკა გორგოძე - 46; 1063 (+3) ანა ჯიქია - 4. წყვილთა რეიტინგში ანა ტატიშვილი 114-ე ჩოგანია, ოქსანა კალაშნიკოვა - 132-ე.

ვაჟთა რეიტინგში სამი ქართველია: 860 (+5) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 12 ქულა; 884 (+6) ლადო ჩიხლაძე - 10; 1 593 (-259) ლაზარე კუხალაშვილი - 1. მომავალ ორშაბათს ლაზარეს ბრიტანეთში მოპოვებული ქულაც ჩამოაკლდება და რეიტინგიდან გავარდება. საწყენია, 19 წლის ქართველი 2-3 წლის წინათ პერსპექტიული ჩოგბურთელი ჩანდა. შარშან ზაფხულში დიდებში 837-ე ჩოგანი იყო, სამი წლის წინათ 18-წლამდელ ჩოგბურთელთა რეიტინგში კუხალაშვილი 37-ე პოზიციაზე იყო. მას ივლისის შემდეგ არსად უთამაშია...

ბასილაშვილი ამერიკის ქალაქ კოსტა მესაში 10-ათასიან ტურნირში განთესილთა შორის იქნება. სულ ეს არის - ამ კვირაში მსოფლიოში 20 სხვადასხვა დონის ტურნირია ვაჟ ჩოგბურთელებში და მხოლოდ ერთი ჩვენებური თამაშობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა