იტალიურ ფეხბურთში აგორებული მორიგი სკანდალის ფონზე "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
იტალიურ ფეხბურთში აგორებული მორიგი სკანდალის ფონზე "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

გუშინ ჩეზარე პრანდელიმ იმ 7 ფეხბურთელის გვარი გაამხილა, რომლებიც ევროფორუმზე ვერ გაემგზავრებიან. ჩამოვთვალოთ ისინი და შემდეგ განვავრცოთ თემა - მეკარე: ემილიანო ვივიანო (პალერმო); მცველები: სალვატორე ბოკეტი (რუბინი), დავიდე ასტორი (კალიარი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი); ნახევარმცველები: ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), ესეკილ სკელოტო (ატალანტა), მარკო ვერატი (პესკარა).

ერთი იძულებით

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შვიდიდან ერთი მოთამაშე ჩეზარე პრანდელიმ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოაგდო - ლაპარაკია დომენიკო კრიშიტოზე, რომელიც გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა და საწვრთნელი ბაზიდან პირდაპირ სამართალდამცავთა ხელში გადაინაცვლა.

მართალია, კრიშიტო არ დაუკავებიათ, მაგრამ უახლოეს დღეებში მისი სახლის გაჩხრეკვა იგეგმება და ასეთ დროს წვრთნებსა და თამაშებზე კონცენტრაციის მოხდენა ნამდვილად წარმოუდგენელია.

ამ საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟურნალისტების წინაშე ფედერკალჩოს ვიცე-პრეზიდენტი დემეტრიო ალბერტინი წარსდგა - მოვუსმინოთ მას:

"დასამალი არაა, რომ კრიშიტოს პრანდელი ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნევდა. ამიტომ დომენიკოს ამბავი არა მარტო ადამიანური, სპორტული თვალსაზრისითაც დიდი დარტყმაა ჩვენთვის. სამწუხაროდ, მას საწვრთნელი პროცესის დატოვება მოუხდა და შესაბამისად, ვერც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ვიცი, როგორ უჭირს ამ წუთებში კრიშიტოს, მაგრამ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ იყო... თვითონაც განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მისი საწვრთნელი პროცესიდან გათავისუფლება გახლდათ".

დარჩა 25

ჩეზარე პრანდელიმ გაფართოებულ შემადგენლობაში 32 ფეხბურთელი შეიყვანა, გუშინ 7 გამოაკლო და დღეს კიდევ 2-ს შეელევა.

იქამდე კი სახეზე 25 კანდიდატია, რომელთაგან 23 უნდა დარჩეს; კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით, 22 მოთამაშიდან 20 უნდა შეირჩეს, რადგან ცვლილებები მეკარეებს აღარ შეეხებათ.

დღევანდელი მდგომარეობით, დაცვასა და ნახევარდაცვაში რვა-რვა მოთამაშეა, შეტევის ხაზში კი ექვსი.

წინასწარი პროგნოზით, ნაკრებს ერთი ფორვარდი აუცილებლად გამოაკლდება, მეორე დაწუნებული კი ან მცველი იქნება, ან ნახევარმცველი.

კულუარული ინფორმაციით, სახლში მატია დესტრო და ანჯელო ოგბონა გაემგზავრებიან - პირველი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას გაფართოებულ შემადგენლობაშიც არავინ ელოდა; მეორე კი წლებია, სერია B-ში თამაშობს და მაღალი რანგის ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება აკლია; თუ ამ ლოგიკას მივყვებით, სავსებით რეალურია, რომ ნაკრებს სწორედ დესტრო და ოგბონა გამოაკლდნენ. ვნახოთ, დღეს ამ კითხვებსაც გაეცემა პასუხი.

29 მაისი: იტალია VS ლუქსემბურგი

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური შეხვედრის დროც დაუდგა - პარმაში, "ენიო ტარდინიზე" "სკუადრა აძურა" ლუქსემბურგის უმთავრეს გუნდს უმასპინძლებს და სწორედ ამ მატჩის შემდეგ ჩეზარე პრანდელი ევროფორუმზე გასამგზავრებელ საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს.

აპენინებზე ბევრს უკვირს, თუ რატომ შეარჩია პრანდელიმ მეტოქედ ჯუჯა-სახელმწიფო და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ასეთ სუსტ მეტოქესთან პაექრობას - სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა "კორიერე დელო სპორტი" იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს და უმჯობესია, პირდაპირ მას გადავცეთ სიტყვა:

"ლუქსემბურგის ნაკრები გრანდთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა რომ ნებისმიერი რანგის მეტოქისთვის შეუძლია, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.

ამასთან, ჩვენი უმთავრესი მიზანი გუნდის შეთამაშებაა და ასეთ დროს გრანდთან პაექრობა სულაც არ არის სასურველი. შევეცდები, ყველა ფეხბურთელი გამოვცადო, რათა თითოეული მათგანის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავინახო. ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დრო არაა დარჩენილი და თითოეული თამაში თუ ვარჯიში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

პრესას იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ანდრეა პირლოც გაესაუბრა და არა იმდენად ლუქსემბურგთან თამაშზე, რამდენადაც ევროპის ჩემპიონატზე ილაპარაკა:

"ამხანაგური მატჩები ხარვეზების აღმოსაფხვრელად უნდა გამოვიყენოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება.

წინ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი გუნდები ასპარეზობენ.

ყველაზე ძლიერთან, ანუ პირველობის უდავო ფავორიტ ესპანეთთან სულაც პირველ შეხვედრას გავმართავთ და ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ.

ფავორიტთა შორის დავასახელებ გერმანიას, ჰოლანდიას და საფრანგეთს; ლორან ბლანის გუნდს ბევრი არ აფასებს. ჩემი პირადი აზრით კი, მამლები უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ".

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), ფედერიკო ბალცარეტი (პალერმო), ანდრეა ბარცალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ყველა იუვენტუსი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანჯელო ოგბონა (ტორინო), ანდრეა რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო (ყველა იუვენტუსი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), ანტონიო ნოჩერინო (მილანი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მან. სიტი, ინგლისი), ფაბიო ბორინი (რომა), ანტონიო კასანო (მილანი), მატია დესტრო (სიენა), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიჩინიო
ოგბონა დარჩა საბოლოოდ, რანოკია გაუშვეს სახლში...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა