ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა "მანჩესტერ სიტი"-"ქუინზ პარკის" ვიდეოჩანაწერი დაწვრილებით შეისწავლა
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა პრემიერლიგის 38-ე ტურის "მანჩესტერ სიტი"-"ქუინზ პარკის" შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დაწვრილებით შეისწავლა და დაასკვნა, რომ ჯოი ბარტონის უხეშობა კარლოს ტევესის წინააღმდეგ არგენტინელის პროვოცირებული გახლდათ.

ორგანიზაციამ აღიარა, რომ მსაჯმა მაიკ დინმა ამ შემთხვევაში სერიოზული შეცდომა დაუშვა. დასკვნას დაეთანხმა თავად მსაჯიც.

ასოციაციის განცხადებას "ტაიმსი" აქვეყნებს: "კომიტეტმა მაიკ დინს ტევესის ეპიზოდთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.

დადგინდა, რომ არც მთავარ და არც გვერდითა მსაჯებს არგენტინელის მხრიდან წესის დარღვევა არ შეუნიშნავთ, რაზეც მათ ბარტონი თავად მიუთითებდა. ვიდეოზე კარგად ისმის, როგორ უხსნის ფეხბურთელი არბიტრს, თუ რა მოხდა ამ ეპიზოდში.

კომიტეტი ითვალისწინებს, რომ ბარტონი გაბრაზებული გახლდათ ტევესის საქციელის გამო და დინმაც დაადასტურა, რომ ფეხბურთელის მიერ წარმოდგენილ ვიდეოზე დანახული რეალობა თავის დროზე რომ შეემჩნია, ტევესს წითელ ბარათს უჩვენებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ეს არ შეიძლება იქცეს ბარტონის შემდგომი მოქმედებების გამართლებად".

"შემდგომ მოქმედებებში" ის იგულისხმება, რომ ტევესის მერე "ქუინზ პარკის" ფეხბურთელმა ჯერ სერხიო აგუეროს ჩაარტყა ფეხი, მერე კი ვენსან კომპანისა და მარიო ბალოტელისთან საჩხუბრად იწევდა.

ინგლისური ფეხბურთის მამებმა ბარტონი 12 თამაშით მოკვეთეს ფეხბურთიდან, კლუბი კი მისი შემადგენლობიდან გაშვების გზებს ეძებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა