დასავლეთი კონფერენციის ფინალური სერია ძალიან დრამატული და სანახაობრივი დაპირისპირებით გაიხსნა
დასავლეთი კონფერენციის ფინალური სერია ძალიან დრამატული და სანახაობრივი დაპირისპირებით გაიხსნა და თუ ასე გაგრძელდა, კალათბურთის მოყვარულებს წინ შესანიშნავი დუელი ელით. ჯერჯერობით "სან ანტონიომ" "ოკლაჰომასთან" სერიაში წაიყვანა ანგარიში.

მატჩის დიდი ნაწილი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. გუნდებმა განსხვავებული სტრატეგია აირჩიეს.

"თანდერი", როგორც ყოველთვის, სწრაფ გარღვევებზე აკეთებდა აქცენტს და ამ ხერხით მან 17 ქულა დააგროვა. თანაც სტუმრებს ხელს უწყობდა "სპურსის" შეცდომები, განსაკუთრებით, მატჩის დებიუტში.

ტონი პარკერი კარგა ხანი ვერ გაერკვა, როგორ უნდა ემოქმედა მუდმივი ზეწოლის პირობებში - ფრანგს, როგორც წესი, ორი მეტოქე მეურვეობდა. შედეგად, "სპურსის" პლეიმეიკერმა სრულად ვერ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები და 15-იდან მხოლოდ ექვსი ტყორცნა მოათავსა კალათში, თანაც, ოთხი შეცდომაც ჰქონდა. თუმცა "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკიც ბევრს სცოდავდა.

მასაც ოთხი შეცდომა დაუგროვდა. ეს იმდენია, რამდენიც უესტბრუკს მთელი წინა სერიის განმავლობაში ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რასელის ყოველი მესამე ტყორცნა აღწევდა მიზანს.

სტუმრებს კევინ დურანტი შველოდათ და კიდევ მოულოდნელად "გამოღვიძებული" დერეკ ფიშერი. ვეტერანმა რვიდან ექვსი ბურთი ჩააგდო. სწორედ ამ დუეტის მონდომებით ბრუქსის შეგირდებმა მესამე მეოთხედში ლიდერობა იგდეს ხელთ და ბოლო მეოთხედის სტარტისთვის საკმაოდ კომფორტული - 9-ქულიანი უპირატესობა მიიღეს.

მაგრამ სტუმრებმა ვერ შეძლეს ამ სხვაობის შენარჩუნება. მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია "სპურსის" უფრო ხარისხიანმა და ღრმა რეზერვმა. მასპინძლების სათადარიგოთა სკამმა 52 ქულა დააგროვა, რაც საერთო გუნდური მონაგარის ნახევარზე მეტი იყო. "თანდერის" რეზერვისტებმა კი 38 ქულა შესძინეს სტუმრებს.

ბოლო მეოთხედში სწორედ სათადარიგოებმა დაიწყეს ანგარიშის შემცირება. თანაც, აღნიშვნის ღირსია არა მხოლოდ მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მანუ ჯინობილი, არამედ ნილი და სპლიტერი. ბრაზილიელმა სასიამოვნოდ გააკვირვა "სან ანტონიოს" გულშემატკივრები, როცა თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ააცილა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.

სწორედ მისი ორი ორქულიანით გაიხსნა მეოთხე მეოთხედი, რის შემდეგაც საქმეში ჩაება მასპინძლების უკანა ხაზი. იგივე ნილი, პარკერი და ჯინობილი თანდათან უბრუნებდნენ "სპურსს" უპირატესობას.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი წინ სირენამდე შვიდი წუთით ადრე პარკერის სროლამ გაიყვანა. ფრანგი სამწამიანში შევარდა, მკვეთრად დაამუხრუჭა, პერკინსს პერსონალური მიაღებინა და თან ორქულიანი მოათავსა კალათში.

მართალია, ტონიმ საჯარიმო ვერ ჩააგდო, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ პერკინსისთვის ეს მეხუთე პერსონალური გახლდათ.

ცენტრი მოედანზე დარჩა, მაგრამ ცალკეულ ეპიზოდებში პასიური იყო იმის შიშით, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა მოედანი.

შედეგად, ამ მომენტით ორჯერ ჯინობილიმ და ერთხელ დანკანმა კარგად ისარგებლეს, როცა ფარქვეშიდან ჩააგდეს. მასპინძლები არც პერიმეტრიდან შეტევებს ივიწყებდნენ. ბოლო ხუთ წუთში სამქულიანები ჩააგდეს ნილმა და ჯექსონმა. ამ უკანასკნელის ზუსტი ტყორცნის შემდეგ "სან ანტონიოს" უპირატესობა შვიდ ქულამდე გაიზარდა. შეუჩერებელი ჯინობილის მორიგი წარმატების შემდეგ კი სხვაობა ორნიშნა გახდა. სათამაშო მხოლოდ ორი წუთი რჩებოდა.

"თანდერი" მაინც არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა. როგორც იქნა, ათამაშდნენ ჰარდენი და უესტბრუკი. ამ დუეტმა მცირე დროში ოთხი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. საბოლოო ანგარიშმა არ დაგაბნიოთ - ჰარდენმა ბოლო ტყორცნა სირენასთან ერთად ჩააგდო.

ასე რომ, "სპურსს" მიმდინარე პლეი ოფში ცხრიდან ცხრა მოგება აქვს. ასეთი შედეგი 2001 წელს "ლეიკერსს" ჰქონდა. ალბათ, არ ღირს იმის შეხსენება, რომ კალიფორნიელებმა ის სეზონი ჩემპიონის რანგში დაასრულეს.

სან ანტონიო-ოკლაჰომა 101:98

24:18, 22:29, 16:24, 39:27

ს-ა: ჯინობილი (26+5 მოხსნა+3 პასი), პარკერი (18+8 მოხსნა+6 პასი), დანკანი (16+11 მოხსნა), ნილი (12), სპლიტერი (9+6 მოხსნა+3 პასი), დიაო (8+4 პასი), ლეონარდი (7+7 მოხსნა), ჯექსონი (5).

ოკლაჰომა: დურანტი (27+10 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ჰარდენი (19+6 მოხსნა), უესტბრუკი (17+5 პასი+5 მოხსნა+2 დაფარება), ფიშერი (13), სეფოლოშა (7+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), იბაკა (5+7 მოხსნა+2 დაფარება), კოლისონი (5+7 მოხსნა), პერკინსი (5).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.8/42.2), სამქულიანები (33.3/39.1), საჯარიმოები (68/82.6).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის