28 მაისს როლან გაროსზე გამორჩეული დღე ჰქონდა ლეგენდარულ შვეიცარიელს
28 მაისს როლან გაროსზე გამორჩეული დღე ჰქონდა ლეგენდარულ შვეიცარიელს, "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონს როჯერ ფედერერს. მან მორიგი დიადი რეკორდი დაამყარა.

უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, როჯერმა გაიმეორა "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებული მატჩების რეკორდი, რომელიც აქამდე ერთპიროვნულად ეკუთვნოდა ჯიმი კონორსს.

ფედერერმა 233-ე შეხვედრაში იმარჯვა და გაუთანაბრდა ლეგენდარულ ამერიკელს. ამასთან, შვეიცარიელს კონორსზე უკეთესი მოგებათა პროცენტი აქვს - მან "დიდი სლემის" ტურნირებზე 35 მატჩი წააგო, კონორსმა - 49; თანაც, ამერიკელს მხოლოდ რვა ტიტული აქვს მოგებული.

ორ დღეში კი როჯერი რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება, რადგან მეორე წრეში არ უნდა გაუჭირდეს რუმინელი ადრიან უნგურის დამარცხება.

პირველი წრის შეხვედრაში ფედერერის მეტოქე მსოფლიოს 78-ე ჩოგანი ტობიას კამკე იყო. მიუხედავად იმისა, რომ როჯერმა სამ სეტში გაიმარჯვა, დამაჯერებელი თამაში არ უჩვენებია.

ამის თქმის საშუალებას გვაძლევს თუნდაც ის, რომ გერმანელმა თითო სეტში თითო ბრეიკი აიღო. გარდა ამისა, ფედერერმა 47 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრია.

მიუხედავად ამისა, შვეიცარიელმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა - ახსოვს თუ არა პირველი მეტოქე, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირზე დაამარცხა.

შვეიცარიელს მეხსიერებამ უღალატა და ეს ინფორმაცია ჟურნალისტისგან მიიღო: სადებიუტო გამარჯვება 2000 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელი მაიკლ ჩანგის წინააღმდეგ შედგა და ამის შემდეგ დაიწყო მთელი ეპოქა, რომელიც დღემდე გრძელდება.

გუშინდელი მატჩი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ფედერერმა როლან გაროსზე საიუბილეო - 50-ე მატჩი მოიგო. ახლა როჯერი ერთადერთია ისტორიაში, ვისაც ოთხივე "დიდ სლემზე" მინიმუმ 50 შეხვედრა აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად