არასოდეს საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიაში პირველი წრიდან არ გამოვარდნილა კლასიფიკაციის პირველი ნომერი
ქალთა ტურნირში კინაღამ როლან გაროსის ახალი ისტორია დაიწერა. არასოდეს საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიაში პირველი წრიდან არ გამოვარდნილა კლასიფიკაციის პირველი ნომერი და 28 მაისს კინაღამ შევიდა ისტორიაში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა.

ამ სეზონის ლიდერმა 32 წლის ვეტერანთან, იტალიელ ალბერტა ბრიანტისთან საშინლად ითამაშა. მთელი მატჩის განმავლობაში აზარენკას 60 უნებლიე შეცდომა ჰქონდა და ამან ის გამოიწვია, რომ ბელარუსი, რომელმაც ეს სეზონი 26-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო, ძალიან ახლოს იყო წაგებასთან.

ვიქტორიამ პირველი პარტია ტაი-ბრეიკზე დათმო, მეორეში კი 0:4 ჩამორჩა. და როცა მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, ბელარუსმა მომდევნო 14 გეიმიდან 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა და სამ სეტში მოიგო - 6:7(6), 6:4, 6:2.

"ეს არ იყო ჩემი დღე. შესაძლოა, ზედმეტი ვივარჯიშე და გადავიწვი. შემდეგ რაუნდებში ყველაფერი წესრიგში იქნება", - ასე ახსნა ამ უცნაური მატჩის სცენარი აზარენკამ.

მრავალი წლის განმავლობაში მიჩვეული ვიყავით იმას, რომ ქალთა ტურში რუსი ჩოგბურთელები დომინირებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება. ამის ნიშნები წლევანდელ როლან გაროსზე გამოჩნდა.

პირველი ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის ღია პირველობის სტარტზე 10 ამერიკელი ქალი ჩოგბურთელი გავიდა და ათივემ (!) შეძლო გამარჯვება. "დიდი სლემის" ტურნირებზე ასეთი შედეგი ამ ქვეყანას 2003 წლის შემდეგ არ ჰქონია: მაშინ მეორე რაუნდში 11 ამერიკელი გავიდა. ეს შედეგი, სავარაუდოდ, დღეს, 29 მაისს გამეორდება, რადგან პირველი წრის შეხვედრა სათამაშო აქვს სერენა უილიამსს.

28 მაისს ამერიკელებთაგან ყველაზე მეტად გერმანელები დაზარალდნენ. ბეტანი მატეკმა ბრძოლას გამოთიშა მე-12 ნომრად განთესილი საბინ ლისიცკი - 6:4, 6:3. კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა 18 წლის ლორენ დევისის ძალიან დამაჯერებელი მოგება ასევე გერმანელი მონა ბარტელის წინააღმდეგ.

დევისმა მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა ჩოგბურთელისთვის, რომელმაც წელს კინაღამ ვიქტორია აზარენკა დაამარცხა. მატჩის ანგარიშია - 6:1, 6:1. დევისმა, რომელმაც შარშანდელი სეზონი 319-ე ჩოგანის რანგში დაასრულა, "დიდი სლემის" ტურნირებზე კარიერაში პირველი მატჩი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან