ახალგაზრდა მოჭიდავეთა დიდ საერთაშორისო ტურნირში ჩვენებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ანკარაში დასრულდა ახალგაზრდა მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - "ჩემპიონები".

შეჯიბრების პირველ ორ დღეს ჩვენებმა ჯამში 13 მედალი მოიპოვეს, რასაც ბოლო დღეს კიდევ სამი ბრინჯაო დაუმატეს - 1 "თავისუფლებმა" და 2 - ბერძენ-რომაელებმა.

"თავისუფალთაგან" მესამე პრიზიორი ლაშა ბიტარაშვილი (60) გახდა, ბერძენ-რომაელთაგან კი ანალოგიურ წარმატებას ფირუზ წულუკიძემ (60) და რობერტ ქობლიაშვილმა (84) მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში "თავისუფლებმა" 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს, ბერძენ-რომაელებმა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

"თავისუფალთაგან" ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (55), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ომარ გუსოშვილი (96) გახდნენ; ლევან ქელეხსაშვილი (66) და გიორგი მეშვილდიშვილი (120) მეორეზე გავიდნენ; ზურაბ იაკობაშვილი (66) კი მესამე აღმოჩნდა.

ბერძენ-რომაელთაგან ოქროს მედლები იაკობ ქაჯაიამ (96) და ლევან არაბულმა (120) მოიპოვეს; ვერცხლი - შოთა გოგისვანიძემ (120); ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ბალანჩივაძე (50), რამაზ სურმანიძე (55), ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალია (96) დაეუფლნენ.

კიდევ 3 მედალი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"